"კრუსეიდერსი" ახალი ტურნირისთვის ყოფილი მეორე ხაზელით გაძლიერდა

"კრუსეიდერსი" ახალი ტურნირისთვის ყოფილი მეორე ხაზელით გაძლიერდა

"კრუსეიდერსმა" ოფიციალურად დაადასტურა გუნდში ვეტერანი მეორე ხაზელი სემ ვაითლოქის დაბრუნება, რომელიც  სუპერ რაგბის ბოლო 3 სეზონის გამარჯვებულთან ერთად "სუპერ რაგბი აოთიროაში" მიიღებს მონაწილეობას.

"კრუსეიდერსის მთავარმა მწვრთნელმა სკოტ რობერტსონმა განაცხადა, რომ ვაითლოქს იაპონურ კლუბ "პანასონიკ ვაილდ ნაითთან" კონტრაქტი მაისის დასაწყისში გაუვიდა, შედეგად ქრაისჩერჩის გუნდს სუპერ რაგბის საშინაო ვერსიაზე მისი დამატების შესაძლებლობა მიეცა. 

ვაითლოქს იაპონურ კლუბთან კონტრაქტის გამო სუპერ რაგბის 2020 წლის სეზონი სრულად უნდა გამოეტოვა, თუმცა კორონავირუსის გამო ტოპ ლიგის გაუქმებამ და სუპერ რაგბის რესტრუქტურიზაციამ 31 წლის მორაგბეს სამშობლოში დაბრუნების საშუალება ნაადრევად მისცა. 

შეგახსენებთ, რომ სემ ვაითლოქი "კრუსეიდერსში" 2010-2019 წლებში ასპარეზობდა, სადაც 143 შეხვედრაში 8 ლელოს დადება მოახერხა, ხოლო "ოლ ბლექსის" რიგებში 115 მატჩში მეტოქე 5-ჯერ დაალელოვა.

კომენტარები

გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო
გასული კვირის ტოპ 10 სიახლე