ბროდი რეტალიკს წლევანდელ სუპერ რაგბიში ვერ ვიხილავთ

ბროდი რეტალიკს წლევანდელ სუპერ რაგბიში ვერ ვიხილავთ

ახალი ზელანდიის ნაკრების მეორეხაზელი ბროდი რეტალიკი წლევანდელ სუპერ რაგბიში ვერ ვიხილავთ. 

28 წლის მორაგბემ მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, სამშობლო დატოვა და "კობელკო სტილერსში" გადავიდა. მან იაპონიის ჩემპიონატში 6 მატჩი ჩაატარა და 4 ლელო გაიტანა.

როგორც იცით, კორონავირუსის გამო ტოპ ლიგის 2020 წლის სეზონი ჩაიშალა და იყო საუბარი, რომ "სუპერ რაგბი აოთიროაში", რომელშიც 13 ივნისიდან 16 აგვისტოს ჩათვლით 5 ახალზელანდიური ფრენჩაიზი ითამაშებს, რეტალიკსაც ვიხილავდით და ის "ჩიფსს" დაუბრუნდებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია "ბელადების" მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა უარყო.

"ჩვენ მასთან საუბარი გვქონდა, მაგრამ ის ჰოკს-ბეიში მდებარე ფერმაში ოჯახთან ერთად იმყოფება და ისვენებს", - თქვა გეთლენდმა.

რეტალიკს 2012 წლიდან მოყოლებული "ჩიფსის" რიგებში სუპერ რაგბიში 107-ჯერ უთამაშია და 16 ლელო გაიტანა, ხოლო "ოლ ბლექსში" 80 კეპი აქვს მოხვეჭილი და მოწინააღმდეგის ლელოში 5-ჯერ შეძლო ბურთის დამიწება.

კომენტარები

გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო
გასული კვირის ტოპ 10 სიახლე