"ვესტერნ ფორსი" ბრუნდება - ავსტრალიაში შიდა ტურნირის დაწყების სავარაუდო თარიღი ცნობილია

"ვესტერნ ფორსი" ბრუნდება - ავსტრალიაში შიდა ტურნირის დაწყების სავარაუდო თარიღი ცნობილია

ავსტრალიაში 5 გუნდიანი შიდა ტურნირისთვის ემზადებიან, რომელში მონაწილეობასაც სუპერ რაგბის ავსტრალიურ ფრენჩაიზებთან ერთად "ვესტერნ ფორსიც" მიიღებს.  

პერთში არსებული კლუბი 2017 წლის გათამაშების შემდეგ, სუპერ რაგბიდან სკანდალურად მოკვეთეს. მას შემდეგ აღნიშნული ფრენჩაიზი რაპიდ რაგბიში და ავსტრალიის ჩემპიონატში გამოდიოდა. Sydney Morning Herald-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პერთელები სუპერ რაგბის ადაპტირებულ ავსტრალიურ ვერსიას შეუერთდებიან, რომლის დაწყების ყველაზე ადრეულ თარიღად 4 ივლისი ითვლება. ტურნირში მონაწილეობას მათ გარდა "ბრამბიზი", "რედსი", "ვორათაზი" და "მელბურნ რებელსი" მიღებენ. 

მიმდინარე კვირაში რაგბი ავსტრალია გეგმავს, რომ კლუბებს კორონავირუსისგან თავის დასაცავად მისაღები ზომების რეგლამენტი დაუგზავნოს. მოსალოდნელია, რომ ავსტრალიაში კლუბები ვარჯიშს 18 მაისისთვის დაუბრუნდებიან, ფორმაში ჩასადგომად კი მათ 7 კვირა ექნებათ. 

შეგახსენებთ, რომ ახალმა ზელანდიამ უკვე დააანონსა მსგავსი ტურნირი, რომელსაც "სუპერ რაგბი აოთიროა" ერქმევა, მასში მონაწილეობას ახალ ზელანდიური სუპერ რაგბის ფრენჩაიზები მიიღებენ და მისი დაწყების ოფიციალური თარიღი 13 ივნისია.

კომენტარები

გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო
გასული კვირის ტოპ 10 სიახლე