ოფიციალურად: ახალზელანდიური რაგბის დაბრუნების თარიღი ცნობილია!

ოფიციალურად: ახალზელანდიური რაგბის დაბრუნების თარიღი ცნობილია!

ახლახანს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ახალ ზელანდიაში სარაგბო სეზონი 13 ივნისს განახლდება. ქვეყანა დღეიდან მესამე დონის შეზღუდვიდან, მეორეზე გადავიდა, რაც გუნდებს საშუალებას აძლევს, რომ ვარჯიში განაახლონ და ერთი თვე მოემზადონ საგანგებოდ მოფიქრებული ერთჯერადი შეჯიბრებისთვის. 

ეს არ იქნება ისეთი ტურნირი, როგორიც კორონავირუსის პანდემიამდე იყო - გაიმართება 5-გუნდიანი შიდა შეჯიბრება და მასში მონაწილეობას სუპერ რაგბის ახალზელანდიური ფრენჩაიზები მიიღებენ. 

ტურნირს "სუპერ რაგბი აოთიროა" ერქმევა (აოთიროა მაორის ენაზე ახალ ზელანდიას ნიშნავს) და მასში მონაწილეობას "ჩიფსი",  "კრუსეიდერსი", "ბლუზი", "ჰაილენდერსი" და "ჰარიქეინსი" მიიღებენ. ხუთი გუნდი ერთმანეთს შინ და გარეთ, 10  კვირის განმავლობაში ეთამაშებიან და კვირაში ორ თამაშს ვიხილავთ.

სტუმარი გუნდები დანიშნულების ადგილას ჩარტერული რეისებით ჩავლენ, აეროპორტიდან კი ავტობუსით პირდაპირ სტადიონზე მივლენ და იმავე დღეს გაემგზავრებიან უკან. მატჩები შეზღუდვების მოხსნამდე უმაყურებლოდ ჩატარდება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ახალი ზელანდიის ყოველწლიური შიდა ჩემპიონატი მიტრე 10, 11 სექტემბერს დაიწყება.

"სუპერ რაგბი აოთიროა" "ჰაილენდერსი" - "ჩიფსის" მატჩით გაიხსნება, რომელიც 13 ივნისს ქალაქ დანიდინში თბილისის დროით 09:05 საათზე დაიწყება. 14 ივნისს კი, ოკლენდში "ბლუზი" "ჰარიქეინსს" დაუხვდება და ეს შეხვედრა 07:05 საათზე დაიწყება.

გათამაშების სრული კალენდარი:

I ტური

13 ივნისი

09:05 ჰაილენდერსი - ჩიფსი

14 ივნისი

07:05 ბლუზი - ჰარიქეინსი

* ისვენებს კრუსეიდერსი

II ტური

20 ივნისი

09:05 ჩიფსი - ბლუზი

21 ივნისი 

07:05 ჰარიქეინსი -კრუსეიდერსი

* ისვენებს ჰაილენდერსი

III ტური 

27 ივნისი

09:05 ბლუზი - ჰაილენდერსი

28 ივნისი 

07:05 კრუსეიდერსი - ჩიფსი

* ისვენებს ჰარიქეინსი

IV ტური

4 ივლისი

09:05 ჰაილენდერსი - კრუსეიდერსი

5 ივლისი

07:05 ჩიფსი - ჰარიქეინსი

* ისვენებს ბლუზი

V ტური

11 ივლისი

09:05 კრუსეიდერსი - ბლუზი

12 ივლისი

07:05 ჰარიქეინსი - ჰაილენდერესი

* ისვენებს ჩიფსი

VI ტური

18 ივლისი

09:05 ჰარიქეინსი - ბლუზი

19 ივლისი

07:05 ჩიფსი - ჰაილენდერსი

* ისვენებს კრუსეიდერსი

VII ტური

25 ივლისი

09:05 კრუსეიდერსი - ჰარიქეინსი

26 ივლისი

07:05 ბლუზი - ჩიფსი

* ისვენებს ჰაილენდერსი

VIII ტური

1 აგვისტო

09:05 ჩიფსი - კრუსეიდერსი

2 აგვისტო

07:05 ჰაილენდერსი - ბლუზი

* ისვენებს ჰარიქეინსი

IX ტური

8 აგვისტო 

09:05 ჰარიქეინსი - ჩიფსი

9 აგვისტო

07:05 კრუსეიდერსი - ჰაილენდერსი

* ისვენებს ბლუზი

X ტური

15 აგვისტო

09:05 ჰაილენდერსი - ჰარიქეინსი

16 აგვისტო

07:05 ბლუზი - კრუსეიდერსი

* ისვენებს ჩიფსი

კომენტარები

გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო
გასული კვირის ტოპ 10 სიახლე