20 მორაგბე, რომლებიც მომდევნო სეზონში პრო 14-ში აღარ ითამაშებენ

20 მორაგბე, რომლებიც მომდევნო სეზონში პრო 14-ში აღარ ითამაშებენ

კორონავირუსის პანდემიის გამო, პრო 14-ის მატჩები 13 მარტის შემდეგ აღარ გამართულა. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურნირი, შესაძლოა, 22 აგვისტოს განახლდეს და 17-19 სექტემბერს დასრულდეს, თუმცა ეს ყველაფერი ვარაუდის დონეზეა, განხილვა მიმდინარეობს და დანამდვილებით რა იქნება, ამის თქმა რთულია. ყველაფერი, ისევ პანდემიაზეა დამოკიდებული.

სამაგიეროდ, ცნობილია, რომ მომდევნო სეზონში პრო 14-ში 20 მორაგბე აღარ ითამაშებს და მათ შორის, რამდენიმე ვარსკვლავიც ფიგურირებს. გთავაზობთ ამ სიას. 

ოსპრისი

უელსის ნაკრების 34 წლის ყოფილი ვარსკვლავი ჯეიმს ჰუკი 14-წლიან პროფესიულ კარიერას ასრულებს.

ფრანგულ "ორიაკში" განაგრძობს კარიერას მოლდოველი მარჯვენა ბურჯი გეორგიე გაჟიონი, რომელსაც "მხეცს აღმოსავლეთიდან" ეძახიან. 

სკარლეტსი

ნიჭიერი უკანახაზელი კორი ბალდუინი გალაგერ პრემიერშიპში, კონკრეტულად კი ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ "ექსეტერ ჩიფსში" ითამაშებს.

კონახტი

ავსტრალიელი მესამეხაზელი კოლბი ფაინგა'ა გაისად ფრანგულ "ლიონში" ითამაშებს, ხოლო 34 წლის ახალზელანდიელი კვაჭი ტომ მაკქართნი კარიერას ასრულებს.

"ედინბურგი"

როგორც ცნობილია, "ედინბურგს" რვა მორაგბე დატოვებს, მათ შორის "სკარლეტსის" და შოტლანდიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მესამეხაზელი ჯონ ბარკლი. წამსვლელთა შორის არიან: დოუჯი ფაიფი, საიმონ ჰიკი, ჯეისონ ბაგოტი, სემ ტომსონი, კამერონ ფენტონი, მეთ სკოტი და იტალიელი ბურჯი პიეტრო ჩეკარელი, რომელიც ფრანგულ "ბრივში" გადავა.

გლაზგო უორიორსი

გლაზგოში აღარ ითამაშებს შოტლანდიის ნაკრების მეორეხაზელი ჯონი გრეი, რომელსაც "ექსეტერ ჩიფსში" ვიხილავთ.

კლუბს ასევე ტოვებენ კანადელი ვარსკვლავი დითიეიჩ ვან დერ მერვე, ავსტრალიელი ჰავბექი ნიკ ფრაიბი, ტონგელი ბურჯი სიუა ჰალანუკონუკა და მეორეხაზელი კამერონ ჰენდერსონი, რომელიც "ლესტერ ტაიგერსს" შეუერთდება.

ლენსტერი

33 წლის ცნობილი ირლანდიელი ფრთა/შუამარბი ფერგუს მაკფადენი კარიერას ასრულებს. 

ჩიტასი

კვაჭი ჯოზეფ დვება ტოპ 14-ში წავა და "ბორდოს" მაისურს მოირგებს.

 

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია