სამი "ბორჯღალოსანი" მსოფლიოს 23-წლამდელთა საუკეთესო გუნდში

სამი "ბორჯღალოსანი" მსოფლიოს 23-წლამდელთა საუკეთესო გუნდში

ცნობილმა სარაგბო გამოცემა Ultimate Rugby-მ საინტერესო გუნდი გამოაქვეყნა, რომელიც საუკეთესო 23-წლამდე მორაგბეებისგან შედგება.

ძირითადი თხუთმეტეულის გარდა, თითოეულ პოზიციაზე ორი ან სამი მორაგბეა წარდგენილი და სწორედ სათადარიგო მოთამაშეებს შორის მოხვდა სამი ქართველი მორაგბე: მარცხენა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი ("რასინგ 92"), ჰავბექი ვასილ ლობჟანიძე ("ბრივი") და მგეზავი თედო აბჟანდაძე ("ბრივი").

"განსაკუთრებით აღსანიშნავია ვასილ ლობჟანიძე, რომელიც სანაკრებო რაგბიში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელმაც 50 კეპი მოიხვეჭა. ის 23 წლისაა და თამაში უკვე ორ მსოფლიო თასზე მოასწრო", - წერს ზემოხსენებული გამოცემა.

სიმბოლურში ყველაზე მეტი ექვსი მორაგბე საფრანგეთიდან მოხვდა, რაც გასაკვირი არაა, რადგან უმცროსი ლე ბლე უკანასკნელი ორი მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია.

Ultimate Rugby-ის მიხედვით, 23-წლამდელთა საუკეთესო XV ასე გამოიყურება:

1. რის კარე (უელსი, 22 წლის)
2. ასაფო აუმუა (ახალი ზელანდია, 23 წლის)
3. დემბა ბამბა (საფრანგეთი, 22 წლის)
4. ჯეიმს რაიანი (ირლანდია, 23 წლის)
5. იზაკ როდდა (ავსტრალია, 23 წლის)
6. მარკოს კრემერი (არგენტინა, 22 წლის)
7. ტომ ქარი (ინგლისი, 21 წლის)
8. ჟორდან ჟოზეფი (საფრანგეთი, 19 წლის)
9. ანტუან დუპონი (საფრანგეთი, 23 წლის)
10. რომან ნტამაკი (საფრანგეთი, 21 წლის)
11. დამიან პენო (საფრანგეთი, 23 წლის)
12. არტურ ვინსენი (საფრანგეთი, 20 წლის)
13. ჯორდან პეტაია (ავსტრალია, 20 წლის)
14. რიკო იოანი (ახალი ზელანდია, 23 წლის)
15. ჯორდი ბარეტი (ახალი ზელანდია, 23 წლის)

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა