ბერნარდ ლაპორტი: "არაკეთილსინდისიერება იქნება, რომ იაპონიას და ფიჯის ტიერ 2 ვუწოდოთ"

ბერნარდ ლაპორტი: "არაკეთილსინდისიერება იქნება, რომ იაპონიას და ფიჯის ტიერ 2 ვუწოდოთ"

საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა და "მსოფლიო რაგბის" ახლად არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა ბერნარდ ლაპორტმა განაცხადა, რომ მისი აზრით, იაპონია და ფიჯი უკვე პირველი დონის გუნდები არიან.

56 წლის ჩინოვნიკის თქმით, მას სურს დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს წინსვლაში, იმისთვის, რომ საერთაშორისო მასშტაბით კონკურენცია გაძლიერდეს. 

"მოდით გავჩერდეთ და ვთქვათ, რომ არაკეთილსინდისიერი იქნება, თუ იაპონიას და ფიჯის ტიერ 2-ის გუნდებს ვუწოდებთ. ფიჯიმ ჩვენ "სტად დე ფრანსზე" მოგვიგო, ხოლო იაპონიის საოცარი გამოსვლა მსოფლიო თასზე ყველამ ნახა. ისინი პირველი დონის გუნდები  არიან, ყოველგვარი კითხვების გარეშე.

ჩვენი მიზანია, რომ ათი წლის განმავლობაში კიდევ ოთხი-ხუთი ასეთი გუნდი გამოჩნდეს. "მსოფლიო რაგბის" ამბიცია ის არ გახლავთ, რომ მხოლოდ 12 ან 15 ფლაგმანი გუნდი იყოს მსოფლიოში, ასეთი გუნდების რაოდენობა 30 მაინც უნდა იყოს", - განაცხადა ლაპორტმა, რომელმაც "მსოფლიო რაგბის" საპრეზიდენტო არჩევნებში ბილ ბომონტის გამარჯვების შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე აგუსტინ პიშო შეცვალა და მომდევნო 4 წელი ამ თანამდებობაზე იმუშავებს.

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა