პორტუგალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტი: "რაგბი ევროპას" ჩვენთვის აზრი არ უკითხავს"

პორტუგალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტი: "რაგბი ევროპას" ჩვენთვის აზრი არ უკითხავს"

"მსოფლიო რაგბის" საპრეზიდენტო არჩევნებზე "რაგბი ევროპამ" კუთვნილი ორი ხმა ბილ ბომონტს მისცა და როგორც განცხადებაში ეწერა, "რაგბი ევროპის" საბჭომ ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო, თუმცა რაც დრო გადის, მით უფრო აშკარა ხდება, რომ ეს ასე არ ყოფილა.

მოგეხსენებათ, რომ საქართველომ და რუმინეთმა თავიანთი თითო ხმა აგუსტინ პიშოს მისცეს, რაც უკვე გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ "რაგბი ევროპის" საბჭოში ისინი ბომონტისკენ იქნებოდნენ. ასევე რამდენიმე დღის წინ, გერმანიის რაგბის კავშირმა განაცხადა, რომ მათთვის აზრი არ უკითხავთ და ინგლისელზე ხმის მიცემა, ევროპული რაგბის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ ერთპიროვნულად გადაწყვიტა.

ორი დღის წინ კი, ანალოგიური რამ განცხადა პორტუგალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა კარლოს ამადო და სილვამ: "მსოფლიო რაგბის" საპრეზიდენტო არჩევნებზე პორტუგალიის რაგბის კავშირისთვის არავის უკითხავს, თუ როგორი იყო მისი პოზიცია და ვისთვის სურდა ხმის მიცემა. დიახ, არავის! გადაწყვეტილება უჩვენოდ იქნა მიღებული."

ამრიგად, რაგბი ევროპის ჩემპიონატის და ალაფის გუნდებიდან, ოთხს ბომონტზე ხმის მიცემაში მონაწილეობა რომ არ მიუღია, ეს ცხადია და ეჭვი იმის თაობაზე, რომ მორარიუს ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო იზრდება. საინტერესო იქნება და ბევრ რამეს ნათელი კიდევ უფრო მოეფინება, თუ სხვა კავშირებიც, მაგალითად რუსეთი, ბელგია, ესპანეთი და ჰოლანდია თუ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას.

შეგახსენებთ, რომ "მსოფლიო რაგბის" საპრეზიდენტო არჩევნებში ბილ ბომონტმა (28 ხმა) აგუსტინ პიშოს (23 ხმა) აჯობა.

კომენტარები

ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის გამოკითხვაში მონაწილეობს
დავით ზირაქაშვილი: "ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა"
"ბრამბიზმა" სუპერ რაგბი ავსტრალია გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]
"ჯვაროსნებმა" "მთიელები" მეორე ტაიმში დაარბიეს [VIDEO]
კარტერმა ხუთწლიანი პაუზის შემდეგ სამშობლოში პირველად ითამაშა [VIDEO]
ფორმულა ერთის მანქანის და მორაგბეების შერკინება [VIDEO]
დავით ზირაქაშვილი ტოპ 14-ის კლუბთან ითანამშრომლებს, რომელიც "კლერმონი" არაა
"დაქსმა" ქართველი ბურჯი დაიმატა
"რედსმა" საშინელი სერია შეწყვიტა - ავსტრალიური სუპერ რაგბი დაიწყო [VIDEO]