Daily Mail: "ინგლისის ნაკრები კანადას და აშშ-ს ესტუმრება"

Daily Mail: "ინგლისის ნაკრები კანადას და აშშ-ს ესტუმრება"

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა "დეილი მეილმა" საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც მოცემულია ინგლისის ნაკრების ტესტ-მატჩების სავარაუდო კალენდარი 2023 წლამდე.

2020 წელი

2020 წელს ინგლისი ორ მატჩს გამართავს სტუმრად იაპონიის წინააღმდეგ. ეს შეხვედრები ივლისში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ოქტომბრისთვის გადაიდო. ამავე თვეში "წითელმა ვარდებმა" "თვიქნემზე" იტალიას უნდა უმასპინძლონ. 

რაც შეეხება ნოემბრის ტესტებს, ინგლისის ნაკრები ოთხ საშინაო შეხვედრას ჩაატარებს. 7 ნოემბერს ახალ ზელანდიას უმასპინძლებს და "ოლ ბლექსს" შანსი ექნება, რომ 2019 წლის მსოფლიო თასის ნახევარფინალში მარცხისთვის, სანახევრო რევანში აიღოს. 14 ნოემბერს  არგენტინას მიიღებენ, ერთი კვირის თავზე ტონგას დაუხვდებიან და წლის ბოლო მატჩს 28-ში ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

2021

წელს ინგლისი ტრადიციულად 6 ერით დაიწყებს და თებერვალ-მარტში 5 მატჩს გამართავს. ივლისის ტესტებზე კი, როგორც "დეილი მეილი" წერს, "წითელი ვარდები" ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს ესტუმრებიან და თითო შეხვედრას ჩაატარებენ კანადის და აშშ-ის წინააღმდეგ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ 2021 წლის ზაფხულში ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს სამხრეთ აფრიკაში ტურნე უწევთ და შესაბამისად, ინგლისის ნაკრებს ამ დროისთვის გადახალისებული შემადგენლობით მოუწევს თამაში. 

თუ ეს ტურნე შედგა, მაშინ კანადა და აშშ ინგლისს 2001 წლის შემდეგ პირველად უმასპინძლებენ. მაშინ "წითელმა ვარდებმა" ორი მატჩი კანადის წინააღმდეგ გამართვეს და ორივე მოუგეს (22:10 და 59:20), აშშ-ს 48:19 აჯობეს. გარდა ამისა, მათ მაშინ ითამაშეს აშშ-ის "ა" ნაკრების წინააღმდეგ, რომელშიც დიდი სხვაობით 83:21 იმარჯვეს და "ბრიტიშ კოლუმბიას" 41:19 სძლიეს.

რაც შეეხება 2021 წლის ნოემბრის ტესტებს, ინგლისი სამხრეთ აფრიკას და ავსტრალიას უმასპინძლებს. ასევე, სავარაუდოა, რომ კვლავ უმასპინძლოს ახალ ზელანდიას და კიდევ ერთ მატჩს მეორე დონის ქვეყნის წინააღმდეგ გამართავს, რომლის ვინაობაც ჯერ უცნობია.

2022

ეს წელიც 6 ერით დაიწყება, ხოლო ივლისის ტესტებზე ედი ჯონსი ავსტრალიურ ტურნეს გეგმავს და ეს, შესაძლოა, იყოს უკანასკნელი სამმატჩიანი ტრადიციული ტურნე ინგლისისთვის - იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდა მრავალგზის ნახსენები ერთა ლიგის ტურნირის ჩამოყალიბება, რომელიც კალენდარის მკვეთრ ცვლილებას გამოიწვევს. ინგლისი ნოემბრის ტესტებზე არგენტინას, ახალ ზელანდიას და ერთ-ერთ მეორე დონის ქვეყანას მიიღებს.

2023

რაც შეეხება მსოფლიო თასის წელს, ედი ჯონსის გუნდი თებერვალ-მარტში კვლავ 6 ერში ითამაშებს, ზაფხულში კი სამ ან ოთხ გასახურებელ ტესტ-მატჩს გამართავს, ხოლო 8 სექტემბრიდან საფრანგეთში გასამართი მსოფლიო თასზე ჩაებმება, რომელიც 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 

საბოლოო ჯამში, ინგლისის ნაკრებს 2023 წლის მსოფლიო თასამდე 37 ან 38 მატჩი ექნება. 

კომენტარები

გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო
გასული კვირის ტოპ 10 სიახლე