აგუსტინ პიშო "მსოფლიო რაგბის" დატოვებას აპირებს

აგუსტინ პიშო "მსოფლიო რაგბის" დატოვებას აპირებს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მსოფლიო რაგბის" საპრეზიდენტო არჩევნებში განცდილი მარცხის შემდეგ, აგუსტინ პიშო ორგანიზაციის დატოვებას აპირებს.

არგენტინელი იმედგაცრუებული დარჩა იმ ფაქტით, რომ უმრავლესობამ მისი პროგრესული იდეები არ გაიზიარა და მას მხოლოდ 23 ხმა ერგო, ხოლო ბილ ბომონტს - 28. პიშო აპირებს, რომ უარი თქვას საბჭოში კუთვნილ ადგილზე და "მსოფლიო რაგბი" დატოვოს.

როგორც ცნობილია, ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა ბერნარდ ლაპორტმა პიშოს სთხოვა, რომ "მსოფლიო რაგბიში" დარჩენილიყო, თუმცა 45 წლის ყოფილ ცხრა ნომერს ეს აღარ სურს. 

პიშო სურდა, რომ რაგბი უფრო დემოკრატიული გამხდარიყო და მმართველობა გადანაწილებულიყო, თუმცა გამარჯვებამდე 3 ხმა დააკლდა და მან მხარდაჭერა ვერ მიიღო ისეთი ქვეყნებისგან, როგორებიცაა ფიჯი, სამოა, კანადა და იაპონია. 

ამრიგად, არგენტინელის "მსოფლიო რაგბიდან" წასვლის შემთხვევაში, სპორტის ამ სახეობის მმართველობა დარჩება ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულად მოაზროვნის გარეშე. 

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია