"სუპერ რაგბი აოთიროა" - ახალ ზელანდიაში რაგბი ბრუნდება

"სუპერ რაგბი აოთიროა" - ახალ ზელანდიაში რაგბი ბრუნდება

უახლოეს მომავალში ახალ ზელანდიაში რაგბი განახლდება, სადაც 5 გუნდიანი შიდა ტურნირი გაიმართება და მასში მონაწილეობას სუპერ რაგბის ახალ ზელანდიური ფრენჩაიზები მიიღებენ. 

ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ახალი ზელანდიის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ პროფესიონალური რაგბი და ნეთბოლი მაშინ განახლდება, როდესაც ქვეყანა განგაშის მეორე დონეს მიაღწევს (ამჟამად ახალი ზელანდია მე-3 დონეზეა). 

ტურნირს "სუპერ რაგბი აოთიროა" ერქმევა(აოთიროა მაორის ენაზე ახალ ზელანდიას ნიშნავს) და მასში მონაწილეობას კრუსეიდერსი, ჩიფსი, ბლუზი, ჰაილენდერსი და ჰარიქეინსი მიიღებენ. 5 გუნდი ერთმანეთს შინ და გარეთ 10 კვირის განმავლობაში ეთამაშება და კვირაში ორ თამაშს ვიხილავთ. ყველა შეხვედრა მაყურებლების გარეშე ჩატარდება. 

"მოხარულნი ვართ გულშემატკივრებს ვაცნობოთ, რომ საუკეთესო სცენარის მიხედვით უმაღლესი დონის რაგბის ტელე-ეკრანებთან მომავალი თვიდან ვიხილავთ. ვიცი, რომ მორაგბეებს ურჩევნიათ ფანების წინაშე ითამაშონ, მაგრამ ჯანმრთელობა და უსაფრთხოება პირველ ადგილზე დგას" - განაცხადა ახალი ზელანდიის რაგბის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ რობინსონმა. 

რობინსონის განმარტებით, ტურნირისთვის საფუძვლიანად მოსამზადებლად მორაგბეებს 3-4 კვირა დასჭირდებათ. 

კომენტარები

გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო
გასული კვირის ტოპ 10 სიახლე