რუსთავის "ხარების" მორაგბე ტრაგიკულად დაიღუპა

რუსთავის "ხარების" მორაგბე ტრაგიკულად დაიღუპა

რუსთავის "ხარების" მორაგბე ნიკოლოზ კევლიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა.

23 წლის კვაჭი გუშინ მომხდარმა ავტოკატასტოფამ იმსხვერპლა. სამწუხარო ამბავი რუსთაველთა ოფიციალურმა სოციალურმა ქსელებმა დაადასტურა.

inforustavi.ge-ის ცნობით, ავარიის შემდეგ, ნიკა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა  თავიდანვე შეფასდა, როგორც კრიტიკულად მძიმე. ახალგაზრდა მორაგბეს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა სამწუხაროდ,  გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ნიკამ წლევანდელ დიდ 10-ში ყველა, თოთხმეტივე შეხვედრაში ითამაშა და 2 ლელო გაიტანა. მან უკანასკნელი ლელო 28 თებერვალს "ლელო სარასენსს" დაუდო. 

ვიდეო ავარიის ადგილიდან

Myrugby.Ge მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. 

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა