ახალი ზელანდიის და პიშოს პროგრესულობა: რეალობა თუ ლამაზი ტყუილი?

ახალი ზელანდიის და პიშოს პროგრესულობა: რეალობა თუ ლამაზი ტყუილი?

"მსოფლიო რაგბის" საპრეზიდენტო არჩევნებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რომელშიც ბილ ბომონტმა (28 ხმა) აგუსტინ პიშოს (23 ხმა) მოახერხა და მეორე ვადით დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა.

6 ერის ქვეყნებთან ერთად, ბომონტის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი იქონია მეორე დონის ქვეყნების, კანადის, ფიჯის და სამოის პოზიციებმა, რომლებმაც ინგლისელს დაუჭირეს მხარი და სწორედ ეს 3 ხმა გამოდგა გადამწყვეტი. გულშემატკივარმა უმრავლესობას ტიერ 2-ის ქვეყნების ეს არჩევანი ძალიან გაუკვირდა, რადგან ბომონტი კონსერვატორად, ძველი ხედვების წარმომადგენლად მიიჩნევა, პიშო კი - პირიქით, როგორც პროგრესულად მოაზროვნედ, რომელიც რაგბის გლობალურ განვითარებაზეა ორიენტირებული.

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის თავმჯდომარემ ბრედ იმპეიმ განაცხადა, რომ კუნძულელთა გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია და თვლის, რომ მათთვისვე უკეთესი იქნებოდა, რომ "სანზაარის" პოზიცია გაეზიარებინათ და უჭირს ამ არჩევანის ახსნა. ანალოგიური რამ განაცხადა ინგლისის ნაკრების ლეგენდარულმა მწვრთნელმა ქლაივ ვუდვორდმა, რომელმაც კუნძულელები და 6 ერის ქვეყნები გააკრიტიკა.

საპასუხოდ, ძალიან საინტერესო სტატია იქნა გამოქვეყნებული ახალზელანდიურ პრესაში, რომელიც აბსოლუტურად ანგრევს იმ დამკვიდრებულ მოსაზრებას, რომ აგუსტინ პიშოს და ახალ ზელანდიას რაგბის გლობალური განვითარება ანაღვლებთ.

ვნახოთ რას წერს stuff.co.nz

მოსაზრება, რომ ბილ ბომონტსა და აგუსტინ პიშოს დაპირისპირება "მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტობისთვის იყო, როგორც ბრძოლა ბნელ, რეპრესიულ ძალებს და ახალგაზრდა, პროგრესული ცვლილებების მოძრაობას შორის, ეს არის ლამაზი ზღაპარი.  

როგორია რეალობა? ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სურს, რომ შეინარჩუნოს საკუთარი შემოსავლების წყაროები, სამხრეთ ნახევარსფეროს კი შურს იმის, რომ ევროპელები საკუთარი ქვეყნისთვის უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებენ და ამის მოგვარება უნდათ.

მსოფლიოს ორივე ნახევარსფეროს ამოძრავებს თავმოყვარეობა და სიხარბე და აზრი, რომ ერთი მეორეზე კეთილშობილია, რომანტიკული ფანტასტიკაა. წყნარი ოკეანის კუნძულების ქვეყნები ამ მოსაზრებას არღვევენ. თუ პიშო იქნებოდა კეთილშობილურ, პროგრესულ ძალებს, მაშინ მას მთელი წყნარი ოკეანეთი მისცემდა ხმას, მაგრამ კუნძულელები არგენტინელს არ ენდობიან. 

მიზეზი მარტივია. რამდენიმე წლის წინ, პიშომ გამოაქვეყნა ცხრილი, რომელშიც მოცემული იყო თითოეული ნაკრების სტატისტიკა, ისეთ მოთამაშეებზე, რომლებიც საზღვარგარეთ იყვნენ დაბადებულნი. მხოლოდ არგენტინა და სამხრეთ აფრიკა იყვნენ ისეთი ქვეყნები, რომელთა მორაგბეების 100% საზღვრებს შიგნითაა დაბადებული, ზოგიერთ ნაკრებს კი ამის პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი ჰქონდა, რითაც პიშო აღშფოთებული იყო. და როგორც რაგბის სამყაროსთვისაა დამახასიათებელი, პიშოც საკუთარი ინტერესებით მოქმედებდა და ამ წესის გამკაცრება სურდა. როგორც ხედავთ, არგენტინა ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად იხეირებდა.

და ვინ იზარალებდა ამით ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა სამოა, ტონგა და ფიჯი. წყნარი ოკეანის კუნძულის ქვეყნები ფინანსურად საკმაოდ გაჭირვებულები არიან, ამიტომაც მიგრაციის რიცხვი საკმაოდ მაჩვენებელია. შესაბამისად, ბევრი ისეთი მორაგბეა, რომელთა მშობლებმაც ზემოხსენებული ან სხვა მიზეზის გამო დატოვეს ქვეყანა და თავად დაიბადნენ ისეთ ქვეყანაში, როგორიც მაგალითად  ავსტრალია და ახალი ზელანდია არიან. მათ ჩვეულებრივ შეუძლიათ, რომ ისტორიულ სამშობლოში ითამაშონ, სადაც დაიბადნენ მათი მშობლები, პიშოს ეს წესი რომ შეეცვალა, კუნძულელები უდიდეს ზარალს მიიღებდნენ, რადგან მათ შემადგენლობაში ბევრი საზღვრებს მიღმა დაბადებული მორაგბეა.

დაახლოებით შვიდი თვის წინ, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის თავმჯდომარემ ბრენტ იმპეიმ ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ ვერ გადიან ფიჯი, სამოა და ტონგა მსოფლიო თასის პლეი-ოფში: "თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ხელი გაიშვიროთ შოტლანდიისკენ, ინგლისისკენ, უელსისკენ და ირლანდიისკენ. ნახოთ თუ როგორ პირობებში ამყოფებენ ამ მოთამაშეებს და როგორ იხდენენ წესებს მათ სასარგებლოდ. მე ძალიან შეცბუნებული ვარ, შორს არ წავალ და პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს პრაქტიკულად კოლონიალიზმია."

აქ იმპეი გულისხმობდა იმ ფაქტს, რომ ევროპული კლუბები არ ზოგავენ კუნძულ მორაბეებს, ადგილობრივ მოთამაშეებზე ნაკლებ დასვენების საშუალებას აძლევენ და რიგ შემთხვევებში, ცდილობენ ხელი შეუშალონ მათ ნაკრებებში ასპარეზობას.

ეს ყველაფერი ასეა, თუმცა ვერ დავივიწყებთ იმ ფაქტს, რომ კუნძულელთა ცუდი ეკონომიკური მდგომარეობით, ახალი ზელანდიაც შესანიშნავად სარგებლობს და არაერთი სახელოვანი მორაგბე წაურთმევიათ მათთვის. შორს არ წავიდეთ, 2019 წლის მსოფლიო თასის წინ მოახდინეს "კრუსეიდერსის" ფიჯელი ფრთის სევუ რისის ნატურალიზაცია. 

ახალზელანდიელები კუნძულელებს არ უზიარებენ საკუთარ სიმდიდრეს. ისინი ხელს არ უწყობენ, რომ მოხდეს კუნძულელების დანიშვნა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე "ოლ ბლექსში", ეხება ეს როგორც მოთამაშეებს, ასევე მწვრთნელებს. გარდა ამისა, ისინი არ მიდიან კუნძულებზე სათამაშოდ. ათწლეულების განმავლობაში ზრუნავდა მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე. 

რატომ უნდა ენდონ კუნძულელები ახალ ზელანდიელებს იმაზე მეტად, ვიდრე საკუთარ თავს? რვანახევარი წლის წინ, სამოელი მგეზავი ელიოტა ფუიმაონო-საპოლუ 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ დისკვალიფიცირებული იქნა იმის გამო, რომ "მსოფლიო რაგბი" გააკრიტიკა უსამართლო კალენდარის და კუნძულელთა ექსპლუატაციისთვის. ამის შემდგომ, მას აღარასდროს უთამაშია ნაკრებში. რა მოხდა 2019 წელს? ხსენებულმა ბრენტ იმპეიმ ანალოგიურად გააკრიტიკა "მსოფლიო რაგბი" იაპონიაში გამართულ მსოფლიო თასზე, მაგრამ მის წინააღმდეგ არანაირი სანქცია არ გატარებულა. ეს არის კოლონიალიზმის ორმაგი სტანდარტი. 

როდესაც სამოამ და ფიჯიმ ხმა ბილ ბომონტს მისცეს, ლეგენდარულმა სერ ქლაივ ვუდვორდმა მათ მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა: "პასუხისმგებლობისგან ვერ გავათავისუფლებ ვერც პატარა ქვეყნებს. "მსოფლიო რაგბის" ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია რომელმა ქვეყანამ ვის დაუჭირა მხარი, თუმცა როგორც გავიგეთ ფიჯიმ, კანადამ და სამოამ, ისევე როგორც იაპონიამ ბომონტს მისცეს ხმა. ეს თუ მართალია, მაშინ მათ მიმართ ჩემი სიმპათიები შემცირდება და აღარ უნდა დაიჩივლონ პირველი დონის ნაკრებებთან ტესტ მატჩების ნაკლებობის და ნიჭიერი მორაგბეების დაკარგვის გამო."

ამან  ზემოხსენებული, ამჟამად 39 წლის ფუიმაონო-საპოლუს გაბრაზება გამოიწვია: "მოდით, ვნახოთ თუ რა აქვს ვუდვორდს გაკეთებული სამოასთვის ან ფიჯისთვის - არაფერი! თუმცა, ის ბევრს ლაპარაკობს და გვასწავლის, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ."

სამოელის აღშფოთება გასაგებია. ის კარგად აცნობიერებს, რომ ახალზელანდიას მათთვის ბევრი არაფერი გაუკეთებია და პირიქით, რომ გადავხედოთ, უელსს, შოტლანდიას და ინგლისს უფრო მეტჯერ აქვს მისი ქვეყნის წინააღმდეგ ნათამაშები, ვიდრე მეზობელ ახალ ზელანდიას. "ოლ ბლექსს" სამოას წინააღმდეგ შვიდჯერ უთამაშია, ინგლისს რვაჯერ, უელსს ათჯერ, ხოლო შოტლანდიას - თორმეტჯერ. 

ანალოგიური სიტუაციაა ფიჯისთან მიმართებაშიც, რომლის წინააღმდეგაც "ოლ ბლექსს" სულ ხუთჯერ უთამაშია, მაშინ, როდესაც საფრანგეთს "მფრინავ ფიჯელებთან" ორჯერ მეტი მატჩი აქვს გამართული. ახალ ზელანდიას ექვსჯერ უასპარეზია ტონგელთა წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც ფიჯის და ტონგას ერთმანეთთან 92-ჯერ მოუსინჯავთ ძალები. ცხადია, აქედან კარგად ჩანს, თუ რამდენად ზრუნავდა ახალი ზელანდია კუნძულელებზე. 

"ჩვენ ყველაფერი გაკეთეთ იმისთვის, რომ დაგვერწმუნებინა ფიჯი და სამოა, რომ მათი ინტერესებისთვის საუკეთესო არჩევანი იყო "სანზაარის" გვერდით დადგომა და პიშოსთვის ხმის მიცემა. იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ კუნძულელებმა საკუთარი თავის დასახმარებლად ასე გადაწყვიტეს", - თქვა იმპეიმ.

წყნარი ოკეანეთის ქვეყნები რაგბის თვალსაზრისით ახალ ზელანდიას არ ენდობიან. ისინი აცნობიერებდნენ, რომ არჩევანი ცუდ ვარიანტებს შორის უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ მათ საბოლოოდ არჩევანი ბომონტის სასარგებლოდ გააკეთეს და ამის მიზეზი აქვთ კიდეც. ფიჯიმ და სამოამ ბომონტს ხმა იმიტომ მისცეს, რომ ინგლისელი დაპირდა წესის შეცვლას, რომლის მიხედვითაც კუნძულელებს შეეძლებათ გამოიძახონ ისეთი მორაგბე, რომელსაც წარსულში ნათამაშები აქვს რომელიმე სხვა ნაკრებში, შემდეგ კი 3 წელი აღარ უთამაშია ამ ქვეყნის მაისურით და წარმოშობა კუნძულებიდან აქვს. მაგალითისთვის, ეს წესი რომ არსებობდეს, ჯულიან სავეას შეეძლებოდა სამოაში თამაში, ჩარლზ პიეტაუს ტონგაში, ხოლო ვაისაკი ნაჰოლოს - ფიჯიში.

ახალ ზელანდიას "მსოფლიო რაგბიში" ცვლილებები რომ სურდეს, ისინი "მსოფლიო რაგბის" აღმასრულებელ კომიტეტში წარადგენდნენ ქალბატონს, მაორს ან წარმოშობით კუნძულელს, მაგრამ ასე არ გაუკეთებიათ. არ ჩანს ის კონტურები, რომელიც გვაფიქრებინებს, ახალი ზელანდიის ზრუნვაზე კუნძულელთა რაგბის მიმართ. ახალმა ზელანდიამ, ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყანამ, არჩევნებზე ხმა მისცა საკუთარ კეთილდღეობას და ინტერესების დაცვას, თუმცა "სანზაარი" დამარცხდა. ანალოგიურად მოიქცნენ კუნძულელებიც, მათაც საკუთარი ინტერესების მიხედვით იმოქმედეს და სულ ესაა.

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია