ახალი ზელანდიის ნაკრებს ახალი კაპიტანი ჰყავს

ახალი ზელანდიის ნაკრებს ახალი კაპიტანი ჰყავს

"ჩიფსის" მესამე ხაზელი სემ ქეინი ახალ ზელანდიის ნაკრების ახალ კაპიტნად დასახელდა.

სემ ქეინმა აღნიშნული ფუნქცია კირან რიდისგან გადაიბარა, რომელმაც სანაკრებო კარიერა 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ დაასრულა. 28 წლის ქეინს 68 სანაკრებო კეპი აქვს, საიდანაც 48 მატჩი სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა. სანაკრებო დებიუტი მას 2012 წელს ირნალდნის ნაკრების წინააღმდეგ, 20 წლის ასაკში ჰქონდა. 

"სემი გამოცდილი "ოლ ბლექია" და უკვე 8 წელია რაც გუნდში იმყოფება. ის ძალიან კარგ ლიდერად ჩამოყალიბდა, რომელსაც ბუნებრივად შეუძლია მორაგბეთა გაერთიანება და საჭირო მომენტში გუნდისთვის გაძღოლის უნარი შესწევს. გუნდში მის მიმართ დიდი პატივისცემა არსებობს და კაპიტნობის იდეალური ვარიანტია" - განაცხადა ახალი ზელანდიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა იან ფოსტერმა. 

აქამდე სემ ქეინს "ოლ ბლექსისთვის" სამჯერ უკაპიტნია. პირველად მან აღნიშნული როლი 2015 წლის მსოფლიო თასზე ნამიბიის წინააღლდეგ მოირგო და ახალი ზელანდიის ნაკრების 67-ე კაპიტანი გახდა. 

 

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია