ბომონტი დაპირებას ასრულებს - იაპონია პირველი დონის ქვეყნებში დაწინაურდება

ბომონტი დაპირებას ასრულებს - იაპონია პირველი დონის ქვეყნებში დაწინაურდება

"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ, ბილ ბომონტი იაპონისთვის დაპირების შესრულებას აპირებს, რაც იმას გულისხმობს, რომ უახლოეს მომავალში "საკურები" პირველი დონის ქვეყნის სტატუსს მიიღებენ - წერს Nikkei Rugby. 

მოსალოდნელია, რომ იაპონიის შემთხვევაში, არგენტინის მსგავსი სცენარი განმეორდება, როდესაც 2007 წლის მსოფლიო თასზე მიღწეული წარმატების შემდეგ, "პუმებმა" "მსოფლიო რაგბის" მხარდაჭერა მიიღეს და 2012 წელს სამ ერს შეუერთდნენ, რომელიც რაგბი ჩემპიონშიპად იქცა.

ბილ ბომონტის გეგმაა, რომ შეიქმნას ყოველწლიური გლობალური კალენდარი, 12-გუნდიანი ერთა ლიგა, რომელშიც 6 ერის და "სანზაარის" ქვეყნების გარდა, იგეგმება ორი გუნდის დამატება - რაგბი ჩემპიონშიპს იაპონიასთან ერთად, ფიჯი უნდა შეემატოს.

იაპონიის ნაკრებისთვის 2019 წლის მსოფლიო თასი ისტორიული გამოდგა, მათ ჯგუფურ ეტაპზე ოთხივე თამაში მოიგეს, მათ შორის შეძლეს ირლანდიის და შოტლანდიის დამარცხება და მეოთხედფინალში პირველად გავიდნენ, რითაც სარაგბო სამყარო აალაპარაკეს, ხოლო 2015 წელს ჯგუფში სამ მატჩში იმარჯვეს, მოახდინეს უდიდესი სენსაცია სამხრეთ აფრიკის დამარცხებით და ჯგუფიდან გასვლამდე სულ ცოტა დააკლდათ. 

იმ შემთხვევაში, თუ იაპონია პირველი დონის სტატუსს მიიღებს, ის მე-11 ასეთი ქვეყანა იქნება. აქამდე, ტიერ 1-ის წოდება აქვთ: სამხრეთ აფრიკას, ავსტრალიას, არგენტინას, ახალ ზელანდიას, ინგლისს, საფრანგეთს, უელსს, ირლანდიას, შოტლანდიას და იტალიას. როგორც იცით, სარაგბო სამყაროში დამკვიდრებული ტერმინები ტიერ 1 და ტიერ 2, დამკვიდრებულ (ელიტარულ) და განვითარებად (მზარდ) ერებს აღნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის რაგბის კავშირმა "მსოფლიო რაგბის" საპრეზიდენტო არჩევნებზე ორივე ხმა სწორედ ბომონტს მისცა, როდესაც "აზია რაგბიმ" მხარი აგუსტინ პიშოს დაუჭირა. 

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია