პარისეს მომავალი გარკვეულია

პარისეს მომავალი გარკვეულია

შაბათს, "ტულონის" ახალმა პრეზიდენტმა ბერნარდ ლემეტრმა თანხმობა განაცხადა გუნდის ვეტერანი მესამე ხაზელი სერჯო პარისეს მომავალზე სამსჯელოდ.

მოგვიანებით "ტულონის" მმართველმა დაადასტურა, რომ პარისეს კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა. ლემეტრის მიხედვით, იტალიელ მორაგბესთან კონტრაქტი 2-3 კვირაში გაფორმდება. 

"სერჯო პარისე "ტულონში" თავს ძალიან კარგად გრძნობს. მას კონტრაქტის გახანგრძლივება შევთავაზეთ, რადგან ამის სურვილი თავად გამოთქვა. ჩვენ წინადადებით მივმართეთ და ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგ გზაზე დგას. მას ცოტა დრო მივეცით, რომ საბოლოოდ შევთანხმდეთ. ვფიქრობ კონტრაქტის საკითხი უახლოეს 2-3 კვირაში მოგვარდება" - განაცხადა ლემეტრმა. 

შეგახსენებთ, რომ 36 წლის იტალიელი მორაგბე 14 წლის მანძილზე "სტად ფრანსეს" ღირსებას იცავდა, მიმდინარე სეზონის დასაწყისში კი "ტულონში" გადაბარგდა, სადაც 10 თამაშის ჩატარება და ერთი ლელოს დადება მოახერხა. 

 

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია