ახალმა ზელანდიამ ბომონტს თითი დაუქნია: "რაგბი ყველასია და არა რამდენიმე ერის"

ახალმა ზელანდიამ ბომონტს თითი დაუქნია: "რაგბი ყველასია და არა რამდენიმე ერის"

გუშინ "მსოფლიო რაგბის" საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ნაადრევად გახდა ცნობილი, რომლის შედეგადაც ბილ ბომონტი მეორე ვადით იქნა არჩეული და 2024 წლამდე კვლავ ის იქნება რაგბის მმართველი.

მან 28 დააგროვა, ხოლო აგუსტინ პიშომ - 23. ინგლისელმა რომ მოიგო დიდწილად 6 ერის ქვეყნების დამსახურებაა, რომელთაც 18 ხმა მისცეს ბომონტს და "რაგბი ევროპის" არჩევანშიც დიდი როლი ითამაშეს მათ. საპირისპიროდ, "სანზაარის" ყველა ქვეყანამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი პიშოს. ისინი არ მალავენ, რომ ბომონტის მმართველობით უკმაყოფილონი არიან და ცვლილებებს ითხოვენ. ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის თავმჯდომარემ ბრენტ იმპეის ბომონტს გამარჯვება მიულოცა, თუმცა შემდეგ საკმაოდ მკაცრად ისაუბრა და განაცხადა, რომ "სანზაარი" აუცილებელი ცვლილების მოლოდინშია.

მისი თქმით, ახალი ზელანდიის გადმოსახედიდან, "მსოფლიო რაგბის" საქმიანობა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დადებითად ვერ შეფასდება. იმპეის კრიტიკა ეხება, როგორც მმართველობის, ასევე ფინანსურ სტრუქტურას.

"თუ ეს ხალხი არ დაიწყებს ცვლილებებს და იქნება ისე, როგორც ამ ოთხი წლის განმავლობაში, მაშინ ჩვენ წავალთ", - თქვა იმპეიმ.

მან ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ დაუჭირეს მხარი ბომონტს და იყვნენ არგენტინელის გაპრეზიდენტების მსურველნი.

"ახალმა ზელანდიამ და "სანზაარის" სხვა ქვეყნებმა ხმა ბომონტის საწინააღმდეგოდ იმიტომ მისცეს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში არაინაირი პროგრესი არ ყოფილა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა - შემოსავლების განაწილება, უფლებამოსილება ან თამაშის წესები.  

აგუსტინ პიშომ ძლიერი საარჩევნო კამპანია ჩაატარა და მაქსიმალურად გამოავლინა მისი პრინციპები. ჩვენ ვამაყობთ არგენტინელით. 

ჩვენ მომხრენი ვართ იმ რეფორმების, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მოხდეს გლობალური რაგბის დონის ზრდა, მუდმივი მდგრადობა და წარმატების უზრუნველყოფა. ეს არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ რომელიმე ცალკეული ქვეყნების ან რეგიონების შეზღუდული რაოდენობისთვის. რაგბი ყველას თამაშია და არა მხოლოდ რამდენიმე ერის", - განაცხადა ახალზელანდიური რაგბის ბოსმა. 

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია