"მსოფლიო რაგბი" ახალ საერთო კალენდარზე მუშაობს

"მსოფლიო რაგბი" ახალ საერთო კალენდარზე მუშაობს

ბრიტანული გამოცემა The Rugby Paper-ის ინფორმაციით, "მსოფლიო რაგბი" ახალ საერთო კალენდარზე მუშაობს. 

გამოცემის მიხედვით, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს კალენდრები ერთმანეთს დაემთხვევა, რათა განსხვავებული კალენდრების გამო გამოწვეული პრობლემები ერთხელ და საბოლოოდ მოგვარდეს. ამრიგად, მოსალოდნელია, რომ საკლუბო ტურნირები, ისეთები როგორებიც არის სუპერ რაგბი, ტოპ 14, პრო 14 და ინგლისის პრემიერშიპი დეკემბერში დაიწყება და ივლისში დასრულდება. ამასთან ერთად, ევროთასები ახლა არსებული განრიგით ჩატარდება. 

საკლუბო ჩემპიონატები აპრილსა და მაისში რამდენიმე კვირით შეჩერდება, ამ პერიოდში სამხრეთსა და ჩრდილოეთში ქვეყნებს შესაძლებლობა ექნებათ 4 ერის და 6 ერის ტურნირები ითამაშონ. საბოლოოდ სანაკრებო ტესტ მატჩები ოქტომბერსა და ნოემბერში, საკლუბო ჩემპიონატების დაწყებამდე ჩატარდებოდა. მორაგბეთა შვებულება კი საკლუბო ჩემპიონატების დასრულების შემდეგ აგვისტოში დაიწყებოდა. 

 

კომენტარები

ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ "ტულონი" დატოვა
"ოლ ბლექსში" ნათამაშები სამოელების ყველა დროის საუკეთესო გუნდი
სუპერ რაგბი აოთიროა: როგორ აფასებენ გუნდების საჩემპიონო შანსებს?
ოფიციალურად: საფრანგეთის ჩემპიონი ხელფასებს შეამცირებს
"კლერმონი" კაკაბაძეს, ლეიდლოუს, ტოეავას და სხვა მორაგბეებს დაემშვიდობა [VIDEO]
ფრანკ აზემა: "ზირაქაშვილი დიდი მორაგბეა, რომელიც "კლერმონის" ისტორიაში შევიდა"
დავით ზირაქაშვილის მიერ დადებული ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული ლელო რაგბიში [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" "კორონავირუსის თასის" იდეა უარყო
"მსოფლიო რაგბის" 10 ახალი წესი კორონავირუსის რისკის შესამცირებლად
"ანგულემის" გულშემატკივრებმა შალვა სუთიაშვილი აღიარეს