რუსეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩი და რაგბი ევროპის ღირსეულად დასრულება სურს

რუსეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩი და რაგბი ევროპის ღირსეულად დასრულება სურს

რუსეთის რაგბის კავშირის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე იგორ არტემიევის განცხადებით, რუსეთის ნაკრებს სურს 2020 წლის რაგბი ევროპის გათამაშება ბოლომდე ჩაატაროს და ღირსეულად დაასრულოს ტურნირი.

შეგახსენებთ, რომ რაგბი 2020 წლის რაგბი ევროპის ბოლო ტურის მატჩში რუსეთს თბილისში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, თუმცა თამაშის გამართვა კორონავირუსის პანდემიის გამო ვეღარ მოხერხდა და გაურკვეველი ვადით გადაიდო. წლევანდელ რაგბი ევროპაზე რუსეთის ნაკრებმა 4 ტურის შემდეგ ორი მატჩი მოიგო, ორში მარცხი განიცადა და ბოლო ტურის წინ მეორე დივიზიონში დაქვეითებისგან დაზღვეულნი არ იყო. უფრო ადრე ტურნირის ბოლომდე ჩამთავრების სურვილი რაგბი ევროპამაც გამოთქვა. 

"თავიდან ცუდად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ ზომები მივიღეთ და ბოლო ორ მატჩში კარგი თამაში ვაჩვენეთ. პორტუგალიასთან მატჩში უფრო მეტად გაგვიმართლა და თამაშის მოგება მოვახერხეთ, შემდეგ კი რუმინეთს აშკარად ვაჯობეთ. რუმინეთი სუსტი გუნდი ნამდვილად არ არის. გვინდა, რომ ჩემპიონატი ბოლომდე ჩავამთავროთ და ჩავამთავროთ ის ღირსეულად. 

ჩვენი მთავარი პრობლემა მოთამაშეების ასაკია და თაობათა ცვლას გარკვეული დრო დასჭირდება. ვფიქრობ, რომ ჩვენი ნაკრების პრობლემები მანამდე გაგრძელდება, სანამ მორაგბეთა საშუალო ასაკი 26-27 წელი არ გახდება. ამისთვის კი ყველაფერს ვაკეთებთ" - აქვეყნებს არტემიევის სიტყვებს rsport.ria.ru

არტემიევმა აგრეთვე განაცხადა, რომ ისინი სრულად ენდობიან მათ მთავარ მწვრთნელ ლინ ჯონსს, რომელიც მათი აზრით, ბრწყინვალე სპეციალისტია. 

აქვე იმასაც გეტყვით, რომ საქართველოს და რუსეთის მატჩი თავდაპირველად 15 აპრილამდე, შემდეგ კი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 



 

კომენტარები

გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო
გასული კვირის ტოპ 10 სიახლე