ესპანეთის ნაკრების მორაგბე კარიერას ტოპ 14-ში განაგრძობს

ესპანეთის ნაკრების მორაგბე კარიერას ტოპ 14-ში განაგრძობს

ესპანეთის ნაკრების მესამეხაზელი ასიერ უსარაგა მომდევნო სეზონიდან ტოპ 14-ში ითამაშებს.

25 წლის მორკინალი, რომელიც "ბიარიცში" თამაშობდა, ახალი სეზონიდან მეორე ბასკურ კლუბში, "ბაიონში" გაირჯება და იოანე იაშაღაშვილის ერთ-ერთი კონკურენტი იქნება. მან ახალ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა.

უსარაგა "ბიარიცში" 2014 წლიდან თამაშობდა და პრო დ2-ში ჩატარებულ 84 მატჩში 4 ლელოს გატანა მოახერხა. მან 2017/2018 წლების სეზონი იჯარის წესით ფედერალ 1-ში გაატარა და "ალბის" მაისური 15-ჯერ მოირგო. ბასკ მორაგბეს ესპანეთის ნაკრებში 6 კეპი აქვს მოხვეჭილი.

კომენტარები

ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის გამოკითხვაში მონაწილეობს
დავით ზირაქაშვილი: "ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა"
"ბრამბიზმა" სუპერ რაგბი ავსტრალია გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]
"ჯვაროსნებმა" "მთიელები" მეორე ტაიმში დაარბიეს [VIDEO]
კარტერმა ხუთწლიანი პაუზის შემდეგ სამშობლოში პირველად ითამაშა [VIDEO]
ფორმულა ერთის მანქანის და მორაგბეების შერკინება [VIDEO]
დავით ზირაქაშვილი ტოპ 14-ის კლუბთან ითანამშრომლებს, რომელიც "კლერმონი" არაა
"დაქსმა" ქართველი ბურჯი დაიმატა
"რედსმა" საშინელი სერია შეწყვიტა - ავსტრალიური სუპერ რაგბი დაიწყო [VIDEO]