"მსოფლიო რაგბის" საპრეზიდენტო არჩევნები: ახალმა ზელანდიამ ხმა პიშოს მისცა

"მსოფლიო რაგბის" საპრეზიდენტო არჩევნები: ახალმა ზელანდიამ ხმა პიშოს მისცა

ახალზელანდიური რაგბის ბოსმა ბრენტ იმპეიმ დაადასტურა, რომ მათ "მსოფლიო რაგბის" საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი აგუსტინ პიშოს დაუჭირეს.

მოსალოდნელია, რომ "სანზაარის" ყველა ქვეყანა პიშოსკენ იქნება, ხოლო 6 ერის - ბომონტისკენ. ჯერჯერობით, ოფიციალურად ცნობილი ის გახლავთ, რომ "აზია რაგბიმ" პიშოს, ხოლო უელსმა და "რაგბი ევროპამ" ბომონტს დაუჭირეს მხარი, ახალზელანდიელთა პოზიცის შემდეგ კი, ხმები გათანაბრდა - 5:5. სულ ხმების რაოდენობა 51 არის და კანდიდატს გამარჯვებისთვის 26 ხმა სჭირდება.

იმპეის თქმით, ახალმა ზელანდიამ პიშოს მას შემდეგ დაუჭირა მხარი, რაც ჩრდილოეთის ქვეყნებმა მსოფლიო ლიგის 12-გუნდიანი ყოველწლიური ტურნირის პროექტი ჩააგდეს.

"ჩვენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკმაყოფილება ვიგრძენით პროგრესის არ არსებობის გამო, მთელი რიგი საკითხების მიმართ, მათ შორისაა: მსოფლიო ლიგა, განვითარებადი ერები, საკითხები უფლებამოსილების გარშემო, წესების ცვლილებები.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პიროვნულად პატივს ვცემთ ბილ ბომონტს, ბევრ რამეში განსხვავებული ხედვა გვაქვს. თუ ბოლო წლებს გადავხედავთ "მსოფლიო რაგბიში", ახალი ზელანდიის გადმოსახედიდან, ბევრი იმედგაცრუება ვნახეთ. ამიტომაც, ჩვენ მხარს ვუჭერთ აგუსტინ პიშოს", - განაცხადა იმპეიმ, რომელიც ასევე "სანზაარის" თავმჯდომარე გახლავთ.

საარჩევნო პროცესი 26 აპრილს დაიწყო და 30-მდე გაგრძელდება, ხოლო საბოლოო შედეგები 12 მაისს გახდება ცნობილი. რაგბის მმართველის პოსტისთვის, მოქმედი პრეზიდენტი ბილ ბომონტი და ამჟამინდელი პრეზიდენტი აგუსტინ პიშო იბრძვიან. 

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია