რუსეთის ჩემპიონატის დაწყების სავარაუდო თარიღი ცნობილია

რუსეთის ჩემპიონატის დაწყების სავარაუდო თარიღი ცნობილია

© Enisei-STM rugby club

რუსეთის რაგბის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 2020 წლის პრემიერლიგის დაწყება 13 ივნისს იგეგმება.

ჩემპიონატის დაწყება აპრილში იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, ეს შეუძლებელი გახდა. რუსეთის რაგბის კავშირის საშეჯიბრო ცენტრმა სპორტის დეპარტამენტთან ერთად, კლუბებს და რაგბის ფედერალურ ფედერაციებს 11 მაისამდე უნდა წარუდგინოს გათამაშების კალენდარი. ტურნირის ჩატარება უმაყურებლოდ იგეგმება.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გათამაშება, სავარაუდოდ, ერთ წრედ ჩატარდება და შემდეგ იქნება პლეი-ოფები. ასევე მოხდება მსჯელობა ლოკაციებთან დაკავშირებით და მატჩები ჩატარდება იმ ქალაქებში, სადაც კორონავირუსის ინფექციის გავრცელების რისკი ნაკლებია. განიხილება ნეიტრალურ ადგილებზე შეხვედრების გამართვის შესაძლებლობაც. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის რუსეთის ჩემპიონი "ენისეი" გახდა, რომლის რიგებშიც ნიკოლოზ ხატიაშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძე, ნიკოლოზ სუხაშვილი, დავით კაჭარავა და დავით მესხი ირჯებიან. პრემიერლიგის სხვა გუნდებშიც ბევრი ქართველი ასპარეზობს და მათ შესახებ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგაწვდით. 

კომენტარები

გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო
გასული კვირის ტოპ 10 სიახლე