რენის ავსტრალიის გაწვრთნა ისევ სურს

რენის ავსტრალიის გაწვრთნა ისევ სურს

რეილინ ქასლის გათავისუფლების შემდეგ დეივ რენი კვლავ მოწადინებულია, რომ ავსტრალიის ნაკრები გაწვრთნას.

ქასლმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც საბჭომ გამოუცხადა, რომ მათი მხარდაჭერა აღარ აქვს. მისმა წასვლამ გაზარდა სპეკულაცია, რომლის მიხედვითაც რენიმ შესაძლოა ავსტრალიის გაწვრთნაზე უარი თქვას, რადგან ცნობილი იყო, რომ ქასლის ფაქტორმა მის დანიშვნაზე უმთავრესი ფაქტორი იყო. 

ამის მიუხედავად, რენი, რომელიც "ოლ ბლექსში" სტივ ჰენსენის შემცვლელად განიხილებოდა, ავსტრალიის ნაკრებში მაინც იმუშავებს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ჯერ ჯერობით უცნობია კონკრეტულად როდის შეუერთდება "ვოლაბებს". 

"ქასლის წასვლის გამო გულდაწყვეტილი ვარ. მან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ავსტრალიის ნაკრებთან გავაფორმე კონტრაქტი. ქასლს მკაფიო გეგმა ჰქონდა, როგორი უნდა ყოფილიყო მომდევნო რამდენიმე წელი. 

მართალია გულდაწყვეტილი ვარ მისი წასვლით, თუმცა ის ღირსეულად წავიდა. უნდა დაველაპარაკო საბჭოს, რომ გავარკვიო როგორია გეგმა ამჟამად. ისევ მინდომებული ვარ ავსტრალიის ნაკრებში მუშაობით და დიდ სამუშაოებს ვეწევით ახალი სეზონის დაწყებისთვის" - განაცხადა რენიმ

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს