"თუ სეზონი არ განახლდა, ასობით მილიონს ვიზარალებთ" - სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტი

"თუ სეზონი არ განახლდა, ასობით მილიონს ვიზარალებთ" - სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტი

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა მარკ ალექსანდერმა განაცხადა, რომ ისინი აქტიურად მუშაობენ ხელისუფლებასთან, რომ მოხდეს სუპერ რაგბის ალტერნატიული ტურნირის საბოლოო დაგეგმვა. 

სამხრეთ აფრიკული რაგბის მმართველი ორგანოს გეგმაა, რომ ერთჯერადად გაიმართოს შიდა ტურნირი, რომელშიც ითამაშებს: ოთხი სუპერ რაგბის ფრენჩაიზი, "სტორმერსი", "ბულზი", "ლაიონსი" და "შარქსი" და პრო 14-ის ორი ფრენჩაიზი "ჩიტასი" და "საუზერნ კინგსი". ასეთი ტიპის შეჯიბრების ჩატარებაზე ფიქრი მას შემდგომ იქნა დაწყებული, რაც იმის ალბათობა, რომ 2020 წლის სუპერ რაგბი განახლდება, შემცირდა. სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ამოცანაა, რომ ერთჯერადი ტურნირი ივლის-აგვისტოში ჩატარდეს.

მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით მაინც რთულია იმის თქმა, თუ რამდენად მოხდება ზემოხსენებული შეჯიბრების ივლისში დაწყება, რადგან კორონავირუსის გამო, ქვეყანაში კარანტინი მოქმედებს და შესაბამისად, ვარჯიში და სპორტული ღონისძიებები აკრძალულია.

სამხრეთ აფრიკული პრესა წერს, რომ საეჭვოა ტურნირი დაგეგმილ ვადებში ჩატარდეს, რადგან მწვრთნელების თქმით, მორაგბეებს ნორმალურ ფორმაში შესასვლელად და სათამაშოდ მზადყოფნისთვის, მინიმუმ ოთხკვირიანი ვარჯიში სჭირდებათ. ალექსანდერის თქმით, მიმდინარეობს მთავრობასთან მოლაპარაკებები, რომლის მიზანია იპოვონ გამოსავალი, რომელიც მათ მისცემთ ტურნირის ჩატარების საშუალებას. ის ამბობს, რომ გათამაშება უმაყურებლოდ ჩატარდება.

"პროფესიული სპორტი ძლიერი დარტყმის წინაშეა და ამ ყველაფრის გამო, შესაძლოა, ასობით მილიონი რანგი ვიზარალოთ. გვინდა მთავრობას ისეთი წინადადება წარვუდგინოთ, რომელშიც ყველა მოთხოვნა იქნება გათვალისწინებული. 

სამხრეთ აფრიკაში რაგბი და სხვა სპორტები ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ ჩვენს გუნდებს ისეთ ტურნირებზე უწევთ თამაში, რომელშიც თამაშობენ სხვადასხვა კონტინენტებზე. მაგალითად, ევროპაში და ოკეანეთში.

მაგალითად, საფეხბურთო სეზონი ჩვენთან დასასრულს უახლოვდებოდა, კრიკეტში ახლახანს დასრულდა სეზონი და ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებდით. თუ არ მოხდება სეზონის განახლდება და მატჩების ჩატარება, ჩვენ ასობით მილიონ რანგს ვიზარალებთ. ჩვენ რამდენადაც შეგვიძლია, უნდა მივაწოდოთ ჩვენი პროდუქტი სპონსორებს და ტელევიზიებს, მათგან მიღებული დახმარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ალექსანდერმა.

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა