ოფიციალურად: "რაგბი ევროპამ" ხმა ბილ ბომონტს მისცა

ოფიციალურად: "რაგბი ევროპამ" ხმა ბილ ბომონტს მისცა

"რაგბი ევროპის" ოფიციალურმა ვებგვერდმა ცოტა ხნის წინ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ორგანიზაციამ "მსოფლიო რაგბის" საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა ბილ ბომონტს მისცა.

განცხადებაში წერია, რომ 8 აპრილს გამართულ ვიდეოკონფერენციაზე "რაგბი ევროპის" დირექტორთა საბჭომ ერთხმად დაადასტურა ეს პოზიცია და ორგანიზაციის პრეზიდენტს ოქტავიან მორარიუს გააცნო, რომელიც "მსოფლიო რაგბის" საპრეზიდენტო ყრილობაზე "რაგბი ევროპის" დელეგატია.

სხვა რეგიონალური ორგანიზაციების მსგავსად, "რაგბი ევროპასაც" 2 ხმის უფლება ჰქონდა. სულ ხმების რაოდენობა 51 არის და კანდიდატს გამარჯვებისთვის 26 ხმის მოპოვება სჭირდება

"რაგბი ევროპა" მიიჩნევს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა რეფორმების დაწყება, რომელიც ეხება რაგბის გლობალურ მმართველობას, მოხდა სტრუქტურული ცვლილებები მამაკაცთა და ქალთა ტურნირებზე და აქვთ ფინანსური მხარდაჭერა "რაგბი ევროპაში" შემავალ კავშირებს.

საკუთარი პოზიცია დააფიქსირა "რაგბი ევროპის" პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმაც და აღნიშნა, რომ ისინი სრულად უჭერენ მხარს ბილ ბომონტს და ბერნარდ ლაპორტს, რომელიც ინგლისელის გამარჯვების შემთხვევაში, "მსოფლიო რაგბის" ვიცე-პრეზიდენტი გახდება. 

გეტყვით, რომ "რაგბი ევროპაში" 48 ქვეყანაა გაწევრიანებული და საკმაოდ დიდი როლი გააჩნიათ 6 ერის ქვეყნებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი 15-კაცა რაგბიში, ფაქტობრივად არცერთ ტურნირზე არ იღებენ მონაწილეობას და 6 ერში რაგბი ევროპის ქვეყნების ხსენებაც კი არ სურთ, ისინი "რაგბი ევროპის" მმართველობაში დიდ როლს ასრულებენ და შესაბამისად, ორგანიზაციის ასეთი პოზიცია გასაკვირი არაა, რადგან 6 ერის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ბომონტისკენაა. 

"მსოფლიო რაგბის" საპრეზიდენტო ყრილობა 26 აპრილს დაიწყო და 30 აპრილამდე გაგრძელდება, ხოლო შედეგები 12 მაისს გახდება ცნობილი. ბილ ბომონტის მოწინააღმდეგე, "მსოფლიო რაგბის" ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი აგუსტინ პიშოა.

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა