ურუგვაისთვის საქართველოსთან მატჩი ფინალის ტოლფასია???

ურუგვაისთვის საქართველოსთან მატჩი ფინალის ტოლფასია???

გავლენიანი სარაგბო გამოცემა "Rugbypass" საქართველოს და ურუგვაის მატჩთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ურუგვაისთვის ეს მატჩი ფინალის ტოლფასია. გთავაზობთ აღნიშნულ სტატიას.

მაშინ როდესაც ურუგვაის ნაკრები ფიჯისთან მოპოვებული მოულოდნელი გამარჯვებით ხარობს, მათი მომდევნო მიზანი უკვე კუმაგაიაში საქართველოსთან გამარჯვების მოპოვება იქნება, რაც პოტენციურად 2023 წლის მსოფლიო თასზე კვალიფიკაციის ტოლფასი იქნება.

სამხრეთ ამერიკელებმა ფიჯისთან 30:27 გამარჯვებით მსოფლიო თასის პირველი სენსაცია შემოგვთავაზეს. ოთხი დღის შემდეგ კი ისინი საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რომელიც პირველ ტურში უელსთან 14:43 დამარცხდა.

ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ესტებან მენესესმა გამარჯვებული შემადგენლობის დიდ ნაწილს საქართველოს წინააღმდეგაც გამოუცხადა ნდობა და მხოლოდ ორი ცვლილება განახორციელა, მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე ხუან პედრო რომბისმა დიეგო არბელო ჩაანაცვლა, ხოლო 8 ნომრის პოზიციაზე ალეხანდრო ნიეტო მანუელ დიანას ნაცვლად იქნება ძირითად შემადგენლობაში.

"არის საკითხები რომლის გაუმჯობესებაც გვჭირდება, ასეთია დაცვის შერკინება და რაც შეიძლება ნაკლები ბოჭვის გაცუდება.

ჩვენი მთავარი მიზანი მსოფლიო თასზე თავის წარმოჩენაა და ეს ყოველთვის ასე იყო. რა თქმა უნდა გამარჯვება იმის ხარჯზე, რასაც ვარჯიშის დროს გავდიოდით უფრო დამაჯერებელს ხდის ჩვენს მიზანს"
- განაცხადა მენესესმა.

ურუგვაის ნაკრების ცენტრი ხუან მანუელ კატი თვლის, რომ საქართველოსთან მატჩი ფინალის ტოლფასია და აგრეთვე მიიჩნევს, რომ ეს მატჩი კიდევ უფრო მიაახლოვებთ ტიერ ერთის გიგანტ უელსთან და ავსტრალიასთან დაპირისპირებასთან.

"ჩვენი მსოფლიო თასი საქართველოსთან მატჩით არ სრულდება, თუმცა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია და ვაპირებთ ისე ვითამაშოთ როგორც ფინალი. 

ამის გარდა ორი მატჩი კიდევ გვაქვს ჩასატარებელი, თუმცა ეს გუნდები ისეთი მოწინააღმდეგეები არიან, რომლებთანაც თამაში ძალიან იშვიათად გვიწევს.

ზოგიერთ ჩვენგანს ტიერ ერთის გუნდებთან არასოდეს გვითამაშია, შესაბამისად ეს მატჩები უნდა გამოვიყენოთ დონის ასამაღლებლად და დასახვეწად" -
განაცხადა კატმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ურუგვაის მატჩი კვირას თბილისის დროით 09:15 საათზე დაიწყება და მისი ნახვა პირველი არხის პირდაპირ ეთერში შეგეძლებათ.

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია