ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების ფინალის სავარაუდო თარიღი ცნობილია

ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების ფინალის სავარაუდო თარიღი ცნობილია

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა "ეკიპი" წერს, რომ ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბიმ, 2019/2020 წლების ევროთასების საპლეიოფო ეტაპის გაგრძელების ახალი გეგმა შეიმუშავა.

ზემოხსენებული ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი ვინსენ გაილარი ამბობს, რომ ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების ფინალის ყველაზე სავარაუდო თარიღი 17-18 ოქტომბერია. გაილარის თქმით, ისინი რამდენიმე შესაძლო ვარიანტს განიხილავენ, ყველაზე რეალურად კი, ამ ეტაპზე ეს ვარიანტი მოჩანს, რომლის მიხედვითაც, ტურნირები აგვისტოს ბოლოს განახლდება და მეოთხეფინალური ეტაპები შედგება, სექტემბრის ბოლოსთვის ნახევარფინალური მატჩები ჩატარდება, ხოლო 17-18 ოქტომბერს ფინალური მატჩები დაგეგმილისამებრ, მარსელში, "სტად ველოდრომზე" გაიმართება. თავდაპირველი კალენდარის მიხედვით, ფინალები 22-23 მაისს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ, ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

"ჩვენ რამდენიმე სცენარზე ვმუშაობთ და ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ ფინალები 17-18 ოქტომბერს გაიმართოს, ხოლო მეოთხედფინალები და ნახევარფინალები, აგვისტოს და სექტემბრის ბოლოს" - აღნიშნა გაილარმა.

მისი თქმით, შესაძლებელია, რომ პლეი-ოფის მატჩები უმაყურებლოდ ჩატარდეს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი მდგომარეობა იქნება შექმნილი კორონავირუსის პანდემიის მხრივ.

"ჩვენ მხოლოდ სამი ეტაპი გვაქვს ჩასატარებელი და უარეს შემთხვევაში გადაწყვეტილი გვაქვს, რომ დახურულ კარს მიღმა ვითამაშოთ. გვირჩევნია, რომ მატჩები უმაყურებლოდ ჩატარდეს, ვიდრე საერთოდ არა. ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. გასათვალისწინებელია სიფრთხილის ყველა ზომა: ეს დაკავშირებულია ლოჯისტიკასთან, სანიტარულ ნორმებთან და მორაგბეების სამედიცინო უსაფრთოებასთან. როდესაც ყველა ეს პირობა შესრულებული იქნება, ჩვენ შევძლებთ თამაშს", - განაცხადა ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის გენერალურმა დირექტორმა. 

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა