ბაკის ბოთა მეტოქისთვის ცნობილ თავის ჩარტყმას საერთოდ არ ნანობს [VIDEO]

ბაკის ბოთა მეტოქისთვის ცნობილ თავის ჩარტყმას საერთოდ არ ნანობს [VIDEO]

სამხრეთ აფრიკის ნაკრების ვეტერანი მეორე ხაზელი, ბაკის ბოთა 10 წლის წინ ახალი ზელანდიის ნაკრების 9 ნომერი ჯიმი ქოვანისთვის თავის ჩარტყმას საერთოდ არ ნანობს. 

ინციდენტი 3 ერის გათამაშების დროს "ედენ პარკზე" ოქლენდში მოხდა. აღნიშნული მომენტი მსაჯებს გამოეპარათ, თუმცა მოგვიანებით სადისციპლინო საბჭომ ეპიზოდი გამოიძია და ბოთა ათკვირიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. 

ფრანგულ გამოცემა Midi Olympique-სთვის მიცემულ ინტერვიუში, სადაც აღნიშნულ ინციდენტზე ჰკითხეს, ბოთას სინანული არ გამოუხატავს: 'არა, არც ერთი წამით არ ვნანობ. იმ ეპიზოდში რომ დამაბრუნა, ისევ იგივენაირად მოვიქცეოდი. 

ოქლენდში, იმ დღისით ორივე დარტყმულ ბურთს მივდევდით, მე უფრო სწრაფი ვიყავი, გადავასწარი და ამ დროს მაისურით მომქაჩა, რათა შევენელებინე. 10 მეტრის შემდეგ, როდესაც დავეწიე გავაგებინე, რომ ეს არ მომეწონა...მძულს უსამართლობა. 

ამით არ ვამაყობ, იმ დღისით "სპრინგბოკსი" დავაღალატე და ქოვანმა მინი-ბრძოლა მოიგო. თუმცა ამ ეპიზოდზე დღესაც ისეთი რეაგირება მექნებოდა, როგორც მაშინ... ეს მაინც 9 ნომრის შეცდომაა, ისინი ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და ყველაზე კარგად იციან როგორ გამოგიყვანონ წყობიდან' - განაცხადა ბოთამ. 

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია