პიშოს ლომების ტურნეს გლობალურად გაფართოება სურს

პიშოს ლომების ტურნეს გლობალურად გაფართოება სურს

"მსოფლიო რაგბის" მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი აგუსტინ პიშო, რომელიც რაგბის მმართველოს ორგანოს პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატადაა წარდგენილი, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეს გლობალურად გაფართოებაზე საუბრობს.

როგორც იცით, ლომები ოთხ წელიწადში ერთხელ იკრიბებიან და ტურნეებს მართავენ სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში. შორეულ წარსულში კი (უკანასკნელად 1936 წელს), არგენტინასაც სტუმრებიან სამჯერ.

პიშოს სურვილია, რომ ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეების გეოგრაფიული არეალი გაფართოვეს და მოხდეს მათი ვიზიტი, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე, სადაც ლომები დიდი პოპულარობით სარგებლობენ. 

"ხალხი ფიქრობს, რომ მე ტრადიციები არ მომწონს, თუმცა მისაუბრია ლომების ისეთ მოთამაშესთან, როგორიც ბრაიან ო'დრისკოლია და მან თქვა, რომ ეს შესანიშნავი პროდუქტი იქნებოდა. 

ლომების ტურნეები ძალიან მიყვარს. ეს არის ძალიან ტრადიციული რამ რაგბისთვის, თუმცა ჩვენ შეგვიძლია, რომ მას შევმატოთ თანამედროვე დეტალიც. ლომებს მე მსოფლიოს მასშტაბით უფრო მეტად გამოვიყენებდი. მსურს, რომ ამ შესანიშნავმა ბრენდმა უფრო მეტი იმოგზაუროს. 

ისინი ძალიან პოპულარულები იქნებიან სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, მაგრამ ამაზე ლომების გენერალურ დირექტორთან უნდა ვისაუბროთ", - განაცხადა არგენტინის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა.  

შეგახსენებთ, რომ "მსოფლიო რაგბის" საპრეზიდენტო ყრილობა 12 მაისს გაიმართება და პიშოს მოწინააღმდეგე მოქმედი პრეზიდენტი ბილ ბომონტი იქნება

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა