"იტალიამ საქართველოს მოუგო და დაამტკიცა, რომ დანარჩენ გუნდებს შორის საუკეთესოა" - მარიუს გუსენი

"იტალიამ საქართველოს მოუგო და დაამტკიცა, რომ დანარჩენ გუნდებს შორის საუკეთესოა" - მარიუს გუსენი

© Gallo Images

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ფრანკო სმიტის ასისტენტმა, მარიუს გუსენმა "სუპერსპორთან" საუბარში განაცხადა, რომ 6 ერი ძალიან რთული ტურნირია, რომელშიც მაჩვენები ცუდი შედეგების მიუხედავად, "აძური" თამაშს იმსახურებს.

გუსენის თქმით, იტალიის ნაკრები აგებს მსოფლიოს უძლიერეს გუნდებთან, დანარჩენ ქვეყნებს შორის კი საუკეთესოა, რაც მათ საქართველოსთან მატჩშიც დაამტკიცეს. ის ფიქრობს, რომ 6 ერი არის ურთულესი შეჯიბრება, რომელშიც თამაში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკასაც კი გაუჭირდებოდა.

"ჩვენზე ყოველთვის დიდი ზეწოლაა. მას შემდეგ, რაც იტალიის ნაკრებში მუშაობა დავიწყებ, ამას მუდმივად ვგრძნობ. ხალხი ყოველთვის ვერ აანალიზებს, თუ როგორი ტურნირია 6 ერი. იტალიას თამაში მსოფლიოში საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ უწევს. ჩვენ პირველი დონის ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზე ვართ და ვუპირისპირდებით მსოფლიოს მეორე, მესამე და მეოთხე გუნდებს, რაც იოლი არ არის", - უთხრა გუსენმა "სუპერსპორტს".

"იტალიამ ბოლო წლებში დაატკიცა, რომ დანარჩენ გუნდებს შორის საუკეთესოა. ყველა საუბრობს საქართველოზე, რომელსაც სურს, რომ იტალიის ადგილი დაიკავოს 6 ერში. ჩვენ მათ წინააღმდეგ ორი წლის წინ ვითამაშეთ ფლორენციაში და დამაჯერებლად მოვუგეთ. 

მესმის ამ საუბრების არსი, თუმცა როდესაც ამ ტურნირზე მოხვდები, მაშინ მიხვდები, თუ რამდენად რთულია აქ თამაში. რამდენჯერმე წავიკითხე, რომ მომავალში, შესაძლოა, 6 ერს სამხრეთ აფრიკა დაემატოს და თუ ასე მოხდა, ისინიც ნახავენ, რომ ამ გათამაშებაში თამაში იოლი არ არის. 

იტალიისთვის 6 ერი არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ განაგრძოს განვითარება, რასაც ვცდილობთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გაზრდა და განვითარება, ვიყოთ კონკურენტუნარიანები 6 ერში", - ამბობს "აძურის" მწვრთნელი. 

გუსენის აზრით, ერთია ნოემბრის ტესტებზე თამაში და მეორეა ტურნირზე გამოსვლა, რომელშიც ძალიან დიდი წნეხი არსებობს. 6 ერი წლის დამასრულებელი ტესტებისგან ძალიან განსხვავდება და თუ "სპრინგბოკსი" ამ გათამაშებაში ჩაერთვება, ისინი ამას იგრძნობენ. 

"გუნდების წინააღმდეგ ტესტებზე ერთჯერადად თამაში ან ერთი გუნდის წინააღმდეგ ტესტ-სერია უფრო იოლია, ვიდრე თამაში ზედიზედ სამი-ოთხი კვირის განმავლობაში, თანაც საკმაოდ რთულ ადგილებში. ითამაშო საფრანგეთში, შემდეგ "მარიფილდზე", შემდეგ "თვიქენჰემზე" და შემდეგ უელსში, ეს არის ძალიან რთული. ამას დავამატოთ ის წნეხი, რომელიც 6 ერში არსებობს. როდესაც "სპრინგბოკსი" ევროპას ნოემბერში სტუმრობს, ისინი თამაშობენ სამ მატჩს და ეს არ ხდება ტურნირის ეგიდით. ისინი ნოემბრის ტესტების მატჩებზე არ ემზადებიან ტურნირის მოსაგებად, როგორც ეს რაგბი ჩემპიონშიპისთვის და მსოფლიო თასისთვის ხდება.

6 ერში თამაშობ ტურნირის მოსაგებად, ამ სიტუაციაში იცვლება განწყობაც. აქ მხოლოდ ახალი რაღაცეების დატესტვაზე ვერ იფიქრებ, რადგან ამ შემთხვევაში შეიძლება დაკარგო ჩემპიონობის შანსი", - განაცხადა გუსენმა.

კომენტარები

ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის გამოკითხვაში მონაწილეობს
დავით ზირაქაშვილი: "ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა"
"ბრამბიზმა" სუპერ რაგბი ავსტრალია გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]
"ჯვაროსნებმა" "მთიელები" მეორე ტაიმში დაარბიეს [VIDEO]
კარტერმა ხუთწლიანი პაუზის შემდეგ სამშობლოში პირველად ითამაშა [VIDEO]
ფორმულა ერთის მანქანის და მორაგბეების შერკინება [VIDEO]
დავით ზირაქაშვილი ტოპ 14-ის კლუბთან ითანამშრომლებს, რომელიც "კლერმონი" არაა
"დაქსმა" ქართველი ბურჯი დაიმატა
"რედსმა" საშინელი სერია შეწყვიტა - ავსტრალიური სუპერ რაგბი დაიწყო [VIDEO]