ბილ ბომონტის გეგმა - გაიხსნას 6 ერი და რაგბი ჩემპიონშიპი ახალი მსოფლიო ლიგისთვის

ბილ ბომონტის გეგმა - გაიხსნას 6 ერი და რაგბი ჩემპიონშიპი ახალი მსოფლიო ლიგისთვის

12 მაისს "მსოფლიო რაგბის" საპრეზიდენტო ყრილობა შედგება. მოქმედ პრეზიდენტ ბილ ბომონტს, ასევე ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი აგუსტინ პიშო დაუპირისპირდება. როგორც იწერება, ბრძოლა საკმაოდ ცხარე იქნება და შესაძლოა, გამარჯვებულის გამოსავლენად თითოეული ხმა გადამწყვეტი იყოს. 

თავიდანვე, აგუსტინ პიშოს პროგრესული ბანაკის ფავორიტის იარლიყი მიაკერეს, ხოლო ბომონტს - კონსერვატორების. 

როგორც ჩანს, ამან გააღიზიანა 68 წლის ინგლისელი, რომლის თქმითაც, მიუხედავად იმისა, რომ ის ინგლისელია, მხოლოდ ბრიტანეთზე  არ ფიქრობს და რაგბის გლობალურად განვითარება სურს. ბომონტი თვლის, რომ კორონავირუსის პანდემიის გამოწვევას, შეუძლია, დაეხმაროს რაგბის ახალი საერთაშორისო სტრუქტურის შექმნაში. 

ინგლისელი ჩინოვნიკი ამბობს, რომ მისი გეგმაა მიუბრუნდნენ მსოფლიო ლიგის შექმნას, რომელიც 6 ერის ქვეყნებმა გასული წლის ივნისში ჩაშალეს, რადგან არ დათანხმდნენ ტურნირიდან გავარდნა-აღზევების სისტემას. ბომონტი გეგმავს, რომ მიუბრუნდეს მსოფლიო ლიგის შექმნას, იყოს გლობალური ტურნირი და ღია იყოს მეორე დონის ქვეყნებისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ 6 ერში და რაგბი ჩემპიონშიპში უნდა იყოს გავარდნა-აღზევება, რაზეც ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მუშაობას აპირებს ორივე ჰემისფეროს ქვეყნებთან. 

ბომონტი, რომელიც რაგბის მმართველი ორგანოს პრეზიდენტი 2016 წელს გახდა, ამბობს, რომ მის ხელში რაგბი უფრო გლობალურად  იქცა, თუმცა პირველ ვადაში ყველა გეგმის განხორციელება ვერ შეძლო და პირობას დებს, რომ ხელახლა არჩევნის შემთხვევაში, ყველაფერს გააკეთებს რაგბის რეალური გაფართოებისთვის. ინგლისელი თვლის, რომ შესაძლებელია რაგბის საერთაშორისო კალენდარის შესწორება, რომელიც ხელსაყრელი იქნება მეორე დონის ქვეყნებისთვისაც და ამაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს. 

"მსოფლიო რაგბიმ" რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ შექმნიდა ფონდს, რომელიც ითვალისწინებს წევრი კავშირების ფულად დახმარებას (100 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო) და მიზანია, შეამსუბუქოს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური ზარალი. გარდა ამისა, ეს წამოწყება წაახალისებს რაგბის ქვეყნების ერთობლიობა.

ბომონტის აზრით, ახლა ცვლილებებისთვის საუკეთესო დროა.

"დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო ლიგის ფორმატის შეცვლაზე შევჯერდებით. ვფიქრობ, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ჰემისფეროს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ნამდვილი სულისკვეთება არსებობს. შევხედავთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ სანაკრებო ფანჯრის ცვლილებებზე, ახალი ტურნირის შექმნაზე, რომელსაც შეეძლება მეტი სახსრების მოტანა. რეალური განცდა მაქვს, რომ მსოფლიო ლიგის შექმნის ზოგიერთი ვარიანტი მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდება. ჩვენი თამაში ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს", - ციტირებს ბომონტის სიტყვებს Rugby.com.au.

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია