"ხაგუარესისთვის" სუპერ რაგბის სეზონი დასრულდა?

"ხაგუარესისთვის" სუპერ რაგბის სეზონი დასრულდა?

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, არგენტინული "ხაგუარესი" სუპერ რაგბის 2020 წლის გათამაშების დარჩენილ ნაწილში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

სუპერ რაგბის გათამაშება მე-7 ტურის შემდეგ, კორონავირუსისგან გამოწვეული სიტუაციის გამო შეწყდა. რაც დრო გადის, სულ უფრო უცნობი ხდება თუ როდის განახლდება აღნიშნული გათამაშება, თუმცა სამხრეთული რაგბის მმართველი ორგანო "სანზაარი" აქტიურად განიხილავს სუპერ რაგბის და 4 ერის გათამაშებების ერთდროულად ჩატარების შესაძლებლობას. 

მეორეს მხრივ, ვეტერანმა სარაგბო ჟურნალისტი და americasrugbynews.com-ის მწერალი პოლ ტეიტი, რომელიც სამხრეთ ამერიკაში მოღვაწეობს, იტყობინება, რომ "ხაგუარესის" მორაგბეებს აცნობეს, რომ მათთვის სუპერ რაგბის 2020 წლის გათამაშება ნამდვილად დასრულებულია. აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია არც "სანზაარს" და არც თავად კლუბს. თუ აღნიშნული ინფორმაცია მართალია ამას ტურნირში მნიშვნელოვანი ცვლილებებ მოჰყვება აფრიკული ფრენჩაიზებისთვის, რადგან როგორც იცით "ხაგუარესი" სამხრეთ აფრიკის კონფერენციას ეკუთვნის.

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია