"მსოფლიო რაგბიმ" წევრი ქვეყნების დახმარებისთვის თანხა გამოყო

"მსოფლიო რაგბიმ" წევრი ქვეყნების დახმარებისთვის თანხა გამოყო

"მსოფლიომ რაგბიმ" გლობალური სტრატეგია წარადგინა, რომელიც ეხება კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ქმედებას. რაგბის მმართელი ორგანოს მიზანია, რომ დაეხმაროს წევრებს და შეამციროს ის ზარალი, რომელიც პანდემიამ მოუტანა სპორტის ამ სახეობას. 

განცხადებაში წერია:

1) ყველა დაინტერესებული მხარე მუშაობს იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც Covid 19-ის პანდემიითაა გამოწვეული;

2) წარიმართება პროდუქტიული დიალოგი, რომელშიც განხილული იქნება ვარიანტები, რომელიც რაგბის დაბრუნებას ეხება;

3) ყველა პოტენციური აქტივობა დამოკიდებულია კორონავირუსის პანდემიის გლობალურ ვარიანტებზე;

4) "მსოფლიო რაგბი" გამოყოფს დაახლოებით 100 მილიონ აშშ დოლარს, რომელიც განკუთვნილი იქნება კავშირების დასახმარებლად;

5) გაგრძელდება თანამშრომლობა, რომელიც უზრუნველყოფს გეგმას, რითაც გრძელვადიანი კალენდარის შესწორება მოხდება.

"მსოფლიო რაგბი" დაეხმარება 6 ერის და "სანზაარის" ქვეყნებს, რომელთა დახმარების ფინანსური პაკეტი მოიცავს, როგორც სესხებს, ასევე ნაჩუქარ თანხას. რაგბის მმართველი ორგანო ასევე ვალდებულებას იღებს, რომ დაეხმაროს მეორე დონის, განვითარებად ქვეყნებს და საჭიროების შემთხვევაში, რეგიონალურ ასოციაცირებს.

არსებობს რამდენიმე ვარიანტი, რომელიც 2020 წლის სარაგბო კალენდარს ეხება. მიმდინარეობს საუკეთესო ვარიანტის გამოძებნა, რომელიც კომპრომისული იქნება 6 ერისთვის, სანზაარისთვის, საკლუბო ჩემპიონატებისთვის და მოთამაშეებისთვის. საუბარია, რომ მოხდეს სანაკრებო მატჩების შეკვეცა, თუმცა ყველაზე უარესი სცენარის მიხედვით, შესაძლოა, 2020 წელს საერთაშორისო მატჩები საერთოდ აღარ გაიმართოს, რაც ფინანსური თვალსაზრისით სერიოზული ზიანის მომტანი იქნება კავშირებისთვის. საბოლოოდ კი, ყველაფერი მაინც კორონავირუსის პანდემიის გლობალურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია