ქლაივ ვუდვორდის შემდეგ, პიშოს მხარდაჭერა აშშ-ის მთავარმა მწვრთნელმაც გამოუცხადა

ქლაივ ვუდვორდის შემდეგ, პიშოს მხარდაჭერა აშშ-ის მთავარმა მწვრთნელმაც გამოუცხადა

სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილმა ასისტენტმა მწვრთნელმა, გარი გოლდმა "მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტობის პოსტზე აგუსტინ პიშოს კანდიდატურის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირა. 

45 წლის პიშო, რომელიც ამჟამად ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებს, რაგბის მმართველი ორგანოს პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში მოქმედ პრეზიდენტ ბილ ბომონტს დაუპირისპირდება. პიშომ თავისი კანდიდატურა აღნიშნულ პოსტზე დედლაინის გასვლამდე, რამდენიმე საათთ ადრე წარადგინა. 

ბილ ბომონტი ყოფილი მორაგბე და ინგლისის ნაკრების კაპიტანია, რომელიც "მსოფლიო რაგბის" 2016 წლიდან მართავს. 

გარი გოლდი, რომელსაც არაერთი გუნდი გაუწვრთნია ამჟამად აშშ-ს ნაკრებს ხელმძღვანელობს და სირ ქლაივ ვუდვორდის შემდეგ, პიშოს მიმართ მხარდაჭერა მანაც დააფიქსირა. მისი განცხადებით არგენტინელი კანდიდატი ძლიერი ლიდერია, რომელიც რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას არ ერიდება. 

შეგახსენებთ, რომ "მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტის არჩევნები 12 მაისს უნდა გაიმართოს.

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა