პიშო გეგმავს, რომ გააკეთოს უფრო მეტი ისეთი ერების განვითარებისთვის, როგორიცაა საქართველო

პიშო გეგმავს, რომ გააკეთოს უფრო მეტი ისეთი ერების განვითარებისთვის, როგორიცაა საქართველო

უკვე გაუწყეთ, რომ "მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს: მოქმედი პრეზიდენტი, ინგლისელი ბილ ბომონტი და მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, არგენტინელი აგუსტინ პიშო.

რაგბის კონსერვატორული ნაწილი ბომონტს უჭერს მხარს, ხოლო პროგრესულად განწყობილნი პიშოსკენ არიან.

პიშოს თქმით, მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ისეთი ერებისთვის, როგორიც მაგალითად საქართველოა, გააკეთებს უფრო მეტს, ვიდრე აქამდე მისი განვითარებისთვის კეთდებოდა.

"თუ გადავხედავთ აშშ-ს, ფიჯის, საქართველოს და ურუგვაის, მაშინ დავინახავთ, რომ ყველაფერი ცოტათი უარესობისკენ მიდის. 

გულწრფელად ვამბობ, რომ რაგბის სტრუქტურა უნდა შეიცვალოს, შეიცვალოს ის მეთოდი, რომლითაც ყველაფერი კეთდებოდა. 

ჩვენ არ შეგვიძლია, რომ გავაგრძელოთ თამაში მორაგბეების გვერდში ყოფნის გარეშე. მათ უნდა გვითხრან, თუ რამდენი ხანი სჭირდებათ დასასვენებლად და გვითხრან, როგორ შეგვიძლია ჩვენ მათ მომავალზე ზრუნვა", - თქვა არგენტინელმა.

იმ შემთხვევაში, თუ პიშო "მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტი გახდება, ის გეგმავს, რომ მეორე დონის ქვეყნებს განვითარების თანაბარი შესაძლებლობები მისცეს და პირველი დონის ქვეყნებს გარკვეული პრივილეგიები მოუსპოს. 

კომენტარები

ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის გამოკითხვაში მონაწილეობს
დავით ზირაქაშვილი: "ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა"
"ბრამბიზმა" სუპერ რაგბი ავსტრალია გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]
"ჯვაროსნებმა" "მთიელები" მეორე ტაიმში დაარბიეს [VIDEO]
კარტერმა ხუთწლიანი პაუზის შემდეგ სამშობლოში პირველად ითამაშა [VIDEO]
ფორმულა ერთის მანქანის და მორაგბეების შერკინება [VIDEO]
დავით ზირაქაშვილი ტოპ 14-ის კლუბთან ითანამშრომლებს, რომელიც "კლერმონი" არაა
"დაქსმა" ქართველი ბურჯი დაიმატა
"რედსმა" საშინელი სერია შეწყვიტა - ავსტრალიური სუპერ რაგბი დაიწყო [VIDEO]