ოფიციალურად: ესპანეთი - კლასიკ ოლ ბლექსი გადაიდო, თუმცა არ გაუქმებულა

ოფიციალურად: ესპანეთი - კლასიკ ოლ ბლექსი გადაიდო, თუმცა არ გაუქმებულა

დღეს ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის ნაკრების და კლასიკ ოლ ბლექსის მატჩი, რომელიც 29 მაისს მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" უნდა ჩატარებულიყო, ზემოხსენებულ დროს აღარ გაიმართება, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო, ესპანეთი ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანა გახლავთ. 

ცნობილია ისიც, რომ არ მოხდება ამ შეხვედრის გაუქმება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მატჩი იმავე სტადიონზე 2020 წლის სექტემბერში ჩატარდება, ზუსტი თარითი და დეტალები კი, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ყველა გაყიდული ბილეთი ძალაში იქნება და მისი გამოყენება გულშემატკივარს ახალ თარიღზე შეეძლება. 

ცნობისთვის, კლასიკ ოლ ბლექსი წარმოადგენს ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილი წევრებით დაკომპლექტებულ გუნდს, რომელშიც ასპარეზობენ ევროპაში მოასპარეზე და ვეტერანი ახალზელანდიელი მორაგბეები. როგორც მოგეხსენებათ, "ოლ ბლექსში" მხოლოდ სუპერ რაგბიში მყოფ მოთამაშეებს იძახებენ და ლეგიონერებისთვის ნაკრების კარი დახურულია. 

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა