საქართველოს ნაკრების საუკეთესო თხუთმეტეული Myrugby.Ge-ის მომხმარებლების მიხედვით

საქართველოს ნაკრების საუკეთესო თხუთმეტეული Myrugby.Ge-ის მომხმარებლების მიხედვით

Myrugby.Ge-ის ფეისბუქ გვერდზე სამი კვირის განმავლობაში გამოკითხვა მიმდინარეობდა, რომელშიც ჩვენი ვებგვერდის მომხმარებლები საქართველოს ნაკრების საუკეთესო თხუთმეტეულს ირჩევდნენ. 

საბოლოო ჯამში, თქვენი არჩევანი ასე გამოიყურება:

15. ლაშა ხმალაძე 

ფულბექის პოზიციაძე ბრძოლა სამ კანდიდატს შორის მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში, ლაშა ხმალაძემ სოსო მათიაშვილზე და ბექა წიკლაურზე მეტი ხმა დააგროვა და სიმბოლურში მოხვდა.

11-14. მირიან მოდებაძე და აკაკი ტაბუცაძე

ხმათა უმრავლესობა ამ ორ ახალგაზრდა ფრთას ერგო, რომელთაც მცირედით ჩამორჩა გამოცდილი "ბორჯღალოსანი" სანდრო თოდუა.

12-13. მერაბ შარიქაძე და დავით კაჭარავა

როდესაც ორივე ეს მორაგბე ჯანმრთელადაა, ისინი შეუცვლელ დუეტად ითვლებიან წლებია. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ მათ გულშემატკივართა ხმების დიდი ნაწილი მიიღეს. 

10. თედო აბჟანდაძე

"ბრივის" ნიჭიერმა მორაგბემ დიდი უპირატესობით იმარჯვა გამოკითხვაში, რომელშიც მისი კონკურენტები ლაშა ხმალაძე და რეზი ჯინჭველაშვილი იყვნენ.

9. გელა აფრასიძე

"მონპელიეს" ახალგაზრდა ცხრიანმა გამოკითხვაში ვასილ ლობჟანიძე და გიორგი ბეგაძე მოიტოვა უკან.

8. ბექა გორგაძე

ეჭვქვეშ არ დამდგარა არც ბექა გორგაძის სიმბოლურში მოხვედრის საკითხი.

7. გიორგი ცუცქირიძე

ახალგაზრდა მესამეხაზელმა მცირე რაოდენობის ხმებით აჯობა ვიქტორ კოლელიშვილს და საუკეთესო თხუთმეტეულში მოხვდა.

6. გიორგი თხილაიშვილი

"კოკიმ" გამოკითხვაში სოლიდური რაოდენობის ხმებით გაუსწრო ყველა კონკურენტს. 

4-5. კონსტანტინე მიქაუტაძე და ნოდარ ჭეიშვილი

მეორე ხაზში უკონკურენტონი აღმოჩნდნენ "მონპელიეს" და "ლონდონ სქოთიშის" მორაგბეები. 

3. ლევან ჩილაჩავა

"მონპელიეს" მორაგბემ ბექა გიგაშვილზე მეტი ხმა მოაგროვა და სიმბოლურში მოხვდა.

2. შალვა მამუკაშვილი

"ლესტერ ტაიგერსში" გადასულმა კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძეს მცირე უპირატესობით აჯობა. 

1. ზურაბ ჟვანია

ცხარე ბრძოლა მიმდინარეობდა მარცხენა ბურჯის პოზიციაზე, სადაც ზურაბ ჟვანიამ მიხეილ ნარიაშვილზე მეტი ხმა მოაგროვა.

გამოყენებულია საქართველოს რაგბის კავშირის რამდენიმე ფოტო

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა