"სანზაარი" სუპერ რაგბის დასრულების ორ შესაძლებლობას განიხილავს

"სანზაარი" სუპერ რაგბის დასრულების ორ შესაძლებლობას განიხილავს

გავრცელებული ინფორმაციით "სანზაარი" 2020 წლის სუპერ რაგბის სეზონის დასრულებას გეგმავს და ამისთვის ორ შესაძლებლობას განიხილავს.

სამხრეთული რაგბის მმართველი ორგანოს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, განიხილება, რომ სუპერ რაგბი რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) პარალელურად წარიმართოს. 

როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო, სუპერ რაგბი 15 მარტს შეწყდა და ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოხდება მისი განახლება. წლევანდელი რაგბი ჩემპიონშიპის დაწყება 8 აგვისტოს არის დაგეგმილი და ის 26 სექტემბერს უნდა დასრულდეს. იმ შემთხვევაში, თუ სუპერ რაგბის მატჩები პარალელურად ჩატარდება, გუნდებს მოუწევთ, რომ საერთაშორისო კატეგორიის მორაგბეების გარეშე ითამაშონ, რაც ზოგიერთ გუნდს განსაკუთრებით დააზარალებს. მაგალითისთვის, "ხაგუარესი" ფაქტობრივად არგენტინის ნაკრებს წარმოადგენს და "პუმები" ევროპიდან მხოლოდ 3-4 მორაგბეს იმატებენ. 

ასევე განიხილება სეზონის იმ მოდელით გაგრძელება, როგორითაც ავსტრალიის ნაციონალური რაგბის ლიგა აპირებს. საუბარია, რომ ყველა მატჩი ერთ ლოკაციაზე ჩატარდეს. NRL გეგმავს, რომ სეზონი კომფორტულ კურორტზე, ქუინსლენდის კუნძულზე განაახლოს, სადაც კომფორტულად მოთავსება 500 ადამიანი (მორაგბეები და პერსონალი). მათი აზრით, კლუბების კუნძულზე იზოლირება უფრო მარტივი იქნება, ვიდრე მატერიკზე. როგორც ირვევა, ანალოგიურ გეგმაზე მუშაობს "სანზაარიც" და უახლოეს მომავალში უფრო მეტი რამ გახდება ცნობილი.

კომენტარები

გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო
გასული კვირის ტოპ 10 სიახლე