4 ერის გათამაშება, შესაძლოა, ერთ ქალაქში ჩატარდეს

4 ერის გათამაშება, შესაძლოა, ერთ ქალაქში ჩატარდეს

მიმდინარე წლის 4 ერის გათამაშება, შესაძლოა, ერთსა და იმავე ქალაქში 6 კვირის განმავლობაში ჩატარდეს.

"სანზაარის" უპირველესი მიზანი ტურნირის დათქმულ დროს 8 აგვისტოდან 27 სექტემბრამდე ჩატარებაა, თუმცა სამხრეთული რაგბის მმართველი ორგანო კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებების გამო გეგმა ბ-ზე ფიქრობს. 

Sydney Morning Herald-ის მიხედვით "სანზაარი" განიხილავს ტურნირის 6 კვირის მანძილზე ჩატარებას, სადაც ყველა მატჩი ერთსა და იმავე ქალაქში გაიმართება. მათ შორის ავსტრალიის ქალაქი პერთი იდეალურ ვარიანტად განიხილება, რადგან მისი სასაათო ზოლი იდეალურად ერგება სამხრეთ აფრიკას და არგენტინას. გარდა ამისა, კორონავირუსის გამო სამხრეთ აფრიკას და ახალ ზელანდიას მკაცრი საკარანტინო და სამოგზაურო შეზღუდვები აქვთ და ტურნირის აღნიშნული ფორმატით ჩატარების ერთ-ერთი მიზეზია. 

რაგბი ავსტრალიის გენერალური მენეჯერის, ბენ ვაითექერის განაცხადებით "სანზაარში" კოლექტიური თამხობაა სანაკრებო რაგბის საკლუბოზე წინ დაყენების საკითხში, თუმცა ყველაზე მეტად პრიორიტეტული მაინც უსაფრთხოებაა. მან აგრეთვე განაცხადა, რომ მზად არიან განიხილონ სხვა და სხვა ფორმატები. თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამას დრო გვიჩვენებს.

 

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია