პატარძეულის "ვეფხვები" საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო [+ფოტოკოლაჟი]

პატარძეულის "ვეფხვები" საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო [+ფოტოკოლაჟი]

პატარძეულის "ვეფხვები" საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო. კახურმა კლუბმა წინა სააღდგომო საქველმოქმედო კამპანია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საგარეჯოს ფილიალთან ერთად დაიწყო.

"ვეფხვების" წევრები წითელი ჯვრის მოხალისეთა მრავალრიცხოვან სიას შეუერთდნენ და აქტივობის დაწყებამდე, ქალბატონი მაია ალექსიშვილისაგან მიიღეს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო რეკომენდაცია.

დღეს სოფელ პატარძეულში არსებულ მაღაზიებში განთავსდა სოციალური შემწეობის კალათები და ყველა მსურველს შეუძლია, რომ შეიძინოს პროდუქტი თანასოფლელ ხანდაზმულთა დასახმარებლად და დატოვონ კალათში.

"ვეფხვები" მოგროვილ პროდუქტს, პატარძეულში მცხოვრებ ხანდაზმულებს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს, წითელ პარასკევს გადასცემს.  

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა