ფრანს სტეინი სამშობლოში ბრუნდება [VIDEO]

ფრანს სტეინი სამშობლოში ბრუნდება [VIDEO]

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მორაგბე, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ფრანს სტეინი "მონპელიეს" დატოვებს და კარიერას სამშობლოში განაგრძობს.

32 წლის უკანახაზელი 1 ივლისს "ჩიტასს" შეუერთდება, რომლის ღირსებასაც მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში დაიცავს. 

"მოხარულები ვართ და ვაცხადებთ, რომ ფრანს სტეინმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ჩიტასთან" და 1 ივლისს შემოგვიერთდება", - წერია კლუბის განცხადებაში.

სტეინს სამხრეთ აფრიკის ნაკრების კვართით 67-ჯერ უთამაშია და 141 ქულის გატანა მოახერხა. ის მსოფლიო თასის გამარჯვებული 2007 და 2019 წლებში გახდა. ის "მონპელიეს" 2016 წელს შეუერთდა, მას შემდგომ 102 შეხვედრა ჩაატარა და 14 ლელოს გატანა მოახერხა. 

იხილეთ გამორჩეული მომენტები სტეინის შესრულებით. 

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია