სამხრეთ აფრიკაში ახალ ტურნირზე მუშაობენ - საქართველოსთან მატჩი, შესაძლოა, გაუქმდეს

სამხრეთ აფრიკაში ახალ ტურნირზე მუშაობენ - საქართველოსთან მატჩი, შესაძლოა, გაუქმდეს

ორგანიზაცია MyPlayers-მა სამხრეთ აფრიკული რაგბის 2020 წლის რადიკალურად შეცვლილი კალენდარი წარმოადგინა. 

Rapport newspapper-ის მიხედვით აღნიშნულის შესახებ მიმდინარე კვირაში ვიდეო-შეხვედრა გაიმართა. გავრველებული ინფორმაციით ხელისუფლებისგან თანხმობის შემთხვევაში, სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი ქვეყანაში რაგბის განახლებას 5 ივნისისთვის გეგმავს და შესაძლოა, ახალი ტურნირის მომსწრენი გავხდეთ.

ცნობილი გახდა აგრეთვე, ის გეგმა თუ როგორ შეიძლება განახლდეს სარაგბო აქტივობა ქვეყანაში. 

• ორთვიანი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას სუპერ რაგბიში მოასპარეზე სამხრეთ აფრიკულ გუნდებთან ერთად, პრო 14-ის  "ჩიტასი" და "კინგსიც" მიიღებენ. აღნიშნული გათამაშება 5 ივნისს უნდა დაიწყოს. 
• 4 ერის გათამაშება აგვისტოში და სექტემბერში გაიმართება, პროვინციული რაგბი ჩელენჯი და ქარის თასიც აღნიშნულ დროს დაიწყება. 
• სამხრეთ აფრიკის ნაკრების ორი ტესტ-მატჩი შოტლანდიასთან ივლისის ნაცვლად ოქტომბერში გაიმართება, ხოლო საქართველოსთან 18 ივლისს დაგეგმილი მატჩი გაუქმდება. 
• ნოემბრის ტესტებზე სამხრეთ აფრიკის მატჩები იტალიის, ირლანდიის, საფრანგეთის და უელსის ნაკრებების წინააღმდეგ გაიმართება, ისე როგორც დაგეგმილი იყო. 

როგორც ხედავთ, თუ ეს გეგმა საბოლოოდ მიიღეს საქართველოს ნაკრების ისტორიული მატჩი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, რომელიც 18 ივლისს პორტ ელიზაბეთში უნდა გაიმართოს გაუქმდება.

მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსის გამო ყველა სარაგბო ტურნირი შეჩერებულია. ამ დროისთვის, სამხრეთ აფრიკაში Covid 19-ის 2028 შემთხვევაა დადასტურებული, რაც აფრიკის კონტინენტზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდაცვლილია 25 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 410 გახლავთ. 

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა