რამილ გაისინი: "ქართული სამზარეულო ძალიან მიყვარს"

რამილ გაისინი: "ქართული სამზარეულო ძალიან მიყვარს"

© Cameron Spencer

როგორც იცით, კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა სარაგბო ტურნირი განუსაზღვრელი ვადით შეჩერებულია. 2020 წლის რუსეთის ჩემპიონატი 24 აპრილს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ხსენებული მიზეზის გამო, მინიმუმ 27 მაისამდე გადაიდო.

ცნობილმა რუსულენოვანმა სარაგბო პორტალმა Rugger.info-მ რუსეთის ნაკრების მორაგბის რამილ გაისინის ინტერვიუ გამოაქვეყნა, ის  უჩვეულო ვითარებაზე, კარანტინზე, განვლილ მსოფლიო თასზე, რაგბი ევროპაზე და სხვა საკითხებზე საუბრობს. ჩვენ იმ მონაკვეთებს შემოგთავაზებთ, რომლებიც საქართველოს ეხება.

როგორც აღმოჩნდა, გაისინი ცდილობს, რომ კარანტინის მიუხედავად, რეჟიმი არ დაარღვიოს, თუმცა ეს ბოლომდე არ გამოსდის. მიზეზი კი, ქართული სამზარეულოა, რომელიც რუს მორაგბეს ძალიან ჰყვარებია.

"ვცდილობ, რომ რეჟიმში ვიყო. ადრე ვიძინებ და ვვარჯიშობ გრაფიკით. ალკოჰოლსაც არ ვიღებ, ერთადერთი, რაც შეიძლება ნორმებიდან გადახვევა იყოს, ეს საკვებია. ბევრი შეამჩნევდა, რომ ქართული სამზარეულო ძალიან მიყვარს. გემრიელობები, ჩემი ერთადერთი სისუსტეა", - აღიარა "ენისეის" 28 წლის მგეზავმა.

რუსმა მორაგბემ რაგბი ევროპის ჩემპიონატზეც ისაუბრა და საქართველოსთან გადადებული მატჩიც ახსენა.

"რაგბი ევროპამ ტურნირის დარჩენილი სამი შეხვედრა გადადო. ვფიქრობ, რომ ამ მატჩისთვის განწყობა იოლი არ იქნება. მას შემდეგ, რაც წარუმატებელი სტარტის შემდეგ, პორტუგალია და რუმინეთი ზედიზედ დავამარცხეთ, ამაღლებულ განწყობაზე ვიყავით და საქართველოსთან მაშინ თამაში, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უფრო ადვილი იქნებოდა", - აღნიშნა გაისინმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო - რუსეთის მატჩი 14 მარტს "მიხეილ მესხზე" უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო გადაიდო და ბოლო ინფორმაციით, სავარაუდოდ, ოქტომბერში ჩატარდება.

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა