სამხრეთ ამერიკულ საკლუბო ტურნირს, შესაძლოა, სხვადასხვა კონტინენტებიდან შეუერთდნენ

სამხრეთ ამერიკულ საკლუბო ტურნირს, შესაძლოა, სხვადასხვა კონტინენტებიდან შეუერთდნენ

ადრე გაუწყეთ, რომ სამხრეთ ამერიკაში პირველი პროფესიონალური საკლუბო ტურნირი დაარსდა - "სუპერლიგა ამერიკანა".

ტურნირი მარტში დაიწყო და სულ სამი მატჩის ჩატარება მოესწრო, შემდეგ კი კორონავირუსის პანდემიის გამო, განუსაზღვრელი ვადით შეწყდა. სადებიუტო გათამაშებაში მონაწილეობას ხუთი გუნდი იღებს: "კორინთიანსი" (ბრაზილია), "სეიბოსი" (არგენტინა), "ოლიმპია ლაიონსი" (პარაგვაი), "პენიაროლი" (ურუგვაი), "სელკნამი" (ჩილე). გადაწყვეტილი ამბავია, რომ შეჯიბრება მომდევნო წლიდან გაფართოვდება და მას კოლუმბიური "კაფეტეროს პრო" შეუერთდება.

როგორც ჩანს, ეს ყველაფერი არაა და სამხრეთ ამერიკელებს ტურნირის კიდევ უფრო გაფართოება სურთ. არგენტინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა და ამჟამად "რაგბი სუდამერიკანას" მაღალი ხარისხის მენეჯერმა დანიელ ურკადემ განაცხადა, რომ ისინი მოლაპარაკებებს პორტუგალიის და ესპანეთის რაგბის კავშირებთან აწარმოებენ. მისი თქმით, ევროპულ ქვეყნებთან საუბარი ახალი დაწყებულია და განიხილება ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, "სუპერლიგა ამერიკანას" პორტუგალიის და ესპანეთის გაერთიანებული ფრენჩაიზი შეუერთდება. ურკადეს აზრით, ეს ტურნირი პორტუგალიისთვის და ესპანეთისთვის ღია უნდა იყოს.

გარდა ამისა, განიხილება ტურნირის გეოგრაფიული გაზრდის სხვა პროექტიც. ურკადემ ახსენა, რომ შესაძლებელია მექსიკური გუნდის დამატებაც. როგორც ჩანს, "რაგბი სუდამერიკანა" კორონავირუსით გამოწვეულ პაუზას იყენებს და განიხილავს ყველა იმ შესაძლელობას, რომლითაც ახლად დაარსებული გათამაშება, სამომავლოდ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება.

გეტყვით, რომ სადებიუტო "სუპერლიგა ამერიკაზე" სათამაშოდ, მორაგბეები რამდენიმე სხვა ქვეყნის კონტიტენტიდან ჩავიდნენ. წლევანდელ ტურნირზე დარეგისტრირებულნი იყვნენ: სამხრეთ აფრიკელი, ახალზელანდიელი, ფიჯელი, ესპანელი, ნამიბიელი, ტონგელი და პორტუგალიელი მორაგბეები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, "ოლიმპიაში" ფიჯის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავის (13 მატჩი, 8 ლელო) ნაპოლიონი ნალაგას ჩასვლა, რომელიც 2008/2009 წლების სეზონში ტოპ 14-ის საუკეთესო მორაგბედ იქნა დასახელებული, 21 გატანილი ლელოთი ერთ სეზონში დადებული ლელოების რაოდენობის მხრივ რეკორდი მოხსნა (რომელიც შემდეგ კრის ეშტონმა გააუმჯობესა) და ტოპ 14-ის ყველა დროის საუკეთესო მელელოვეთა შორის დღემდე მეოთხე ადგილზე იმყოფება. მან 2006-2017 წლებში "კლერმონის" და "ლიონის" კვართით ჯამში 87 ლელო გაიტანა. ის 2010 წელს "კლერმონთან" ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. პარაგვაელთა რიგებში ირჯება კიდევ ერთი ცნობილი მორაგბე მანუელ მონტერო, რომელსაც არგენტინის ნაკრების რიგებში 27-ჯერ უთამაშია და 8 ლელოს გატანა მოახერხა. 

ასევე, "სეიბოსის" რიგებში ირჯებიან ბურჯი ხუან პაბლო ზეისი, რომელსაც "პუმების" რიგებში 4-ჯერ უასპარეზია და შუამარბი ლუკას მენსა, რომელმაც 2019 წლის მსოფლიო თასზე მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა