ოფიციალურად: ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი და კიდევ რამდენიმე ტურნირი გაუქმდა

ოფიციალურად: ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი და კიდევ რამდენიმე ტურნირი გაუქმდა

"რაგბი ევროპის" დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020 წელს გასამართი რამდენიმე ტურნირი გაუქმებულია. 

ეს გათამაშებებია:

  • კაცთა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი, მეორე და განვითარებადი კონფერენციები, ასევე ქალთა რაგბი ევროპის ალაფა. ტურნირების გამარჯვებულები არ გამოვლინდება, არ იქნება არც გავარდნა-აღზევება და 2021 წელს იგივე ჯგუფები იქნება.
  • რაგბი ევროპის ქალთა ალაფის დარჩენილი მატჩი გაუქმებულია.
  • გაუქმდა 7-კაცას და 7-ქალას პირველი და მეორე კონფერენციები. არ იქნება არც გავარდნა-აღზევება და 2021 წელს იგივე ჯგუფები იქნება.
  • გაუქმებულია 18-წლამდელების ყველა მატჩი და ტურნირი (ეხება ორივეს - XV და VII). მათ შორის, ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი, რომლის მოქმედი ჩემპიონიც საქართველოა. ტურნირისთვის კალინინგრადს უნდა ემასპინძლა.
  • გაუქმებულია ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელიც პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში უნდა ჩატარებულიყო.


რამდენიმე ტურნირის გაუქმება არ მოხდა. მოხდა მათი გადადება და ჩატარდება მაშინ, როდესაც მოხდება კორონავირუსის პანდემიის დამარცხება და გუნდები მზადყოფნაში იქნებიან. ამის შესახებ "რაგბი ევროპა" მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას.

2020 წელს გაიმართება:

  • ქვიშის რაგბი და საკლუბო ჩემპიონატი 7-კაცაში.
  • გაიმართება ქალთა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დარჩენილი ორი შეხვედრა.
  • ჩატარდება კაცთა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დარჩენილი სამი შეხვედრა (მათ შორის საქართველო - რუსეთი).
  • უნდა გაიმართოს კაცთა ალაფის დარჩენილი ექვსი მატჩი, თუმცა თუ გუნდებმა ვერ მოახერხეს თამაშისთვის მზადყოფნა, მათ წელს სანქცია არ დაეკისრებათ და არ იქნება გავარდნა ქვედა დივიზიონში.
  • ჩემპიონატი 7-კაცაში და 7-ქალაში, ასევე ალაფა, თუმცა არ იქნება დაქვეითება კონფერენციაში. 

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა