ბათუმელი მორაგბეები ხელფასის ერთ მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

ბათუმელი მორაგბეები ხელფასის ერთ მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

©გოგიტა ბუხაიძე

სარაგბო კლუბი "ბათუმი" უახლოესი სამი თვის განმავლობაში, ხელფასების ერთ მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს.

აღნიშნულის შესახებ, ბათუმის სპორტსკოლაში პარლამენტის წევრმა და კლასიკურ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონმა მუხრან ვახტანგაძემ დღეს დაანონსა. ეს ინიციატივა სხვადასხვა სპორტის სახეობებზე ვრცელდება და მას რაგბიში საქართველოს ჩემპიონიც შეუერთდა.

"დღეს მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის საქართველოც. აჭარაში სპორტი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა, არც დღეს იქნება გამონაკლისი. სპორტული საზოგადოება, მთელი სპორტი ვუერთდებით მთავრობის ინიციატივას და სამი თვის განმავლობაში ხელფასის ერთ მესამედს გადავრიცხავთ იმ ფონდში, რომელიც ემსახურება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას", განაცხადა მუხრან ვახტანგაძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო დიდი 10 განუსაზღვრელი დროით შეწყდა.

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა