ფიჯელი ვარსკვლავი კარანტინის დარღვევის გამო დააპატიმრეს

ფიჯელი ვარსკვლავი კარანტინის დარღვევის გამო დააპატიმრეს

"ჰარლექუინსის" და ფიჯის ნაკრების მესამე ხაზელი სემი კუნატანი კარანტინის რეჟიმის დარღვევის გამო დააპატიმრეს.

კუნატანი ლონდონიდან მშობლიურ ფიჯიში სინგაპურის გავლით დაბრუნდა, რის შემდეგაც იძულებით იზოლაციაში 14 დღე უნდა გაეტარებინა, მასთან ერთად კარანტინი დაარღვია კიდევ ერთმა მორაგბემ, რომლის ვინაობა ჯერ ჯერობით უცნობია. ამ მომენტისათვის ფიჯიში კორონავირუსის 14 შემთხვევაა დადასტურებული. 

"მკაცრად ვგმობთ ამ ორი მორაგბის საქციელს, რომლებმაც უგულებელყვეს კანონით გათვალისწინებული თვითიზოლაციის მოთხოვნები.

მსგავსი უპასუხისმგებლო საქციელი სრულიად მიუღებელია და ჩვენ მხარს ვუჭერთ პოლიციის მიერ მათ წინააღმდეგ მიღებულ ზომებს. ფიჯის რაგბის კავშირი მომხდარის გამო აღნიშნული მორაგბეების წინააღმდეგ დისცილპინარულ ზომებს მიიღებს" - განაცხადა ფიჯის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ო'კონორმა. 

თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აგრეთვე ფიჯის პრემიერ მინისტრმა ფრენკ ბაინიმარამამ, რომელმაც განაცხადა, რომ მორაგბეებმა თავიანთი საქციელით მთელი ქვეყანა რისკის ქვეშ დააყენეს და ისინი თვითიზოლაციაში იძულებით დააბრუნეს. 

შეგახსენებთ, რომ სემი კუნატანი 4 წლის წინ ფიჯის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა, შემდეგ კი 15-კაცა რაგბიში გადაინაცვლა და ლონდონურ "ჰარლექუინსში" გადაბარგდა. 

კომენტარები

რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული 3 წუთი [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპის გუნდს რიჩარდ კოკერილი სურს
სამხრეთ აფრიკაში რაგბი განახლებას უახლოვდება
იაპონია მორიგ სუპერ ტესტ-მატჩს უახლოვდება
"ბიარიცმა" კიდევ ერთი ქართველი ბურჯი დაიმატა
ჟაკის ბურგერი - ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მბოჭავი რაგბიში [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპი ახალ წესებზე უარს ამბობს
ულამაზესი ინდივიდუალური ლელოები [VIDEO]
"შერკინებები ძველებურად იქნება" - ახალი ზელანდიის უარი "მსოფლიო რაგბის" ახალ წესებს
ტოპ 10 მსაჯი, რომელთაც ყველაზე მეტ მატჩში უმსაჯიათ