ფრანგული რაგბის მმართველის იდეა - საკლუბო მსოფლიო თასი ყოველ წელს

ფრანგული რაგბის მმართველის იდეა - საკლუბო მსოფლიო თასი ყოველ წელს

საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბერნარდ ლაპორტმა ყოველწლიური, ექვსკვირიანი გლობალური საკლუბო ტურნირის გეგმები შეიმუშავა. 

ლაპორტმა, რომელიც მომდევნო თვეში მსოფლიო რაგბის ვიცე-თავმჯდომარედ გახდომას გეგმავს, Midi Olympique-ს განუცხადა, რომ ტურნირში 20 გუნდი იქნებოდა წარმოდგენილი. მათ შორის 6 გუნდი იქნებოდა სუპერ რაგბიდან, 4 გუნდი პრემიერშიპიდან, ტოპ 14-დან და პრო 14-დან, დარჩენილ ორ ადგილს კი იაპონიის და აშშ-ს ჩემპიონატის გამარჯვებულები შეავსებდნენ. 

ტურნირის ფორმატი მსოფლიო თასის მსგავსი იქნებოდა, სადაც 20 გუნდი ოთხ ჯგუფში გადანაწილდებოდა, რომელსაც მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი მოჰყვებოდა. ლაპორტის თქმით ევროპულ რაგბიში აღნიშნული ჩემპიონატის ჩასატარებლად დრო ჩემპიონთა და ჩელენჯ თასის გაუქმების ხარჯზე უნდა გამოინახოს. 

"ევროპული ტურნირები შესანიშნავია, "ტულონთან" ერთად ზედიზედ სამჯერ მოვახერხე ტიტულის დაუფლება და ვიცი ეს რასაც წარმოადგენს, მაგრამ მოდით ვიყოთ გულწრფელნი, ეს საკმარის შემოსავალს არ ქმნის. 

თუ გვინდა, რომ საკლუბო მსოფლიო თასი განვავითაროთ, დროების მოძებნა მოგვიწევს. ჩემპიონთა თასის გარეშე 9 კვირაა ხელმისაწვდომი. 

ეს მხოლოდ წინადადებაა, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: აღნიშნული ტურნირი რაც შეიძლება მალე უნდა შევქმნათ. ეს იქნება სუფთა ჰაერის სუნთქვა რაგბის სამყაროსთვის" - განაცხადა ლაპორტმა. 

კომენტარები

რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული 3 წუთი [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპის გუნდს რიჩარდ კოკერილი სურს
სამხრეთ აფრიკაში რაგბი განახლებას უახლოვდება
იაპონია მორიგ სუპერ ტესტ-მატჩს უახლოვდება
"ბიარიცმა" კიდევ ერთი ქართველი ბურჯი დაიმატა
ჟაკის ბურგერი - ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მბოჭავი რაგბიში [VIDEO]
ინგლისის პრემიერშიპი ახალ წესებზე უარს ამბობს
ულამაზესი ინდივიდუალური ლელოები [VIDEO]
"შერკინებები ძველებურად იქნება" - ახალი ზელანდიის უარი "მსოფლიო რაგბის" ახალ წესებს
ტოპ 10 მსაჯი, რომელთაც ყველაზე მეტ მატჩში უმსაჯიათ