როდისთვის შეიძლება განახლდეს ევროთასები?

როდისთვის შეიძლება განახლდეს ევროთასები?

ცნობილი ფრანგული სარაგბო გამოცემა "მიდი ოლიმპიკი" წერს, რომ ევროპის პროფესიონალური საკლუბო რაგბი 2019/2020 წლების სეზონის ევროთასების გაგრძელების ორ ვარიანტს განიხილავს. 

ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების მეოთხედფინალური მატჩები 3-5 აპრილს უნდა ჩატარებულიყო, ნახევარფინალური 1-3 მაისს, ხოლო ფინალური მატჩებისთვის მარსელს 22/23 მაისს უნდა ემასპინძლა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა სხვა ტურნირის მსგავსად, ევროთასებიც განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

პირველი ვარიანტის თანახმად, ევროთასები შეიძლება ივლისში განახლდეს, თუმცა ეს ყველაფერი, რასაკვირველია, პირველ რიგში იმაზე იქნება დამოკიდებული, მოხდება თუ არა ამ დროისთვის პანდემიის შეჩერება. სხვა მხრივ, ტურნირების პლეი-ოფების ჩატარება ივლისში შესაძლებელია. ამისთვის სულ საჭირო იქნება სამი კვირა, ფინალი კვლავ "ველოდრომზე" ჩატარდება, რადგან სტადიონი დაკავებული არ იქნება.

მეორე ვარიანტია, რომ ჩემპიონთა და ჩელენჯ თასები ოქტომბერში განახლდეს. თუ ასე მოხდა, 2020/2021 წლების ახალი სეზონის დაწყება გადაიწევს და ნოემბრის ტესტების შემდგომ, დეკემბერში მოხდება.  

არსებობს მესამე ვარიანტიც, ოღონდ ეს ტურნირების განახლებას არ ეხება - პირიქით, ამ შემთხვევაში სეზონის ჩაშლაზეა საუბარი. ეს შესაძლებლობა მხოლოდ ყველაზე უარეს შემთხვევაში განიხილება. ორგანიზატორებს ეს კატეგორიულად არ სურთ, რადგან ასეთ შემთხვევაში ფინანსურად სერიოზულად იზარალებენ. 

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა