სუპერ რაგბი: ახალზელანდიელებმა ხელფასის შემცირება დაიწყეს

სუპერ რაგბი: ახალზელანდიელებმა ხელფასის შემცირება დაიწყეს

"ჰაილენდერსი" გახდა სუპერ რაგბიში მოასპარეზე პირველი ახალზელანდიური ფრენჩაიზი, რომელმაც თანამშრომლებს ხელფასი შეუმცირა.

ორიოდე დღის წინ, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა განაცხადა, რომ სუპერ რაგბიში მონაწილე ფრენჩაიზების დასახმარებლად 1.25 მილიონი დოლარი იქნება გამოყოფილი, რაც თითოეულ გუნდზე 250 000 დოლარს უდრის.

"ჰაილენდერსის" აღმასრულებელმა დირექტორმა როჯერ კლარკმა განაცხადა, რომ მიღებული თანხა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა საკმარისი არაა, რომ თანამშრომლებს იგივე ხელფასები შეუნარჩუნდეს და იძულებულია, რომ მათ ანაზღაურება 30%-ით შეუმციროს.

როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა სარაგბო ტურნირი შეჩერებულია, რამაც ზოგიერთ რაგბის კავშირს და არაერთ კლუბს სერიოზული ფინანსური პრობლემა შეუქმნა.

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა